მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Anthropic-მა საფონდო ბირჟაზე $2-ტრილიონიანი IPO-ს განაცხადი წარადგინა
Anthropic-მა საფონდო ბირჟაზე $2-ტრილიონიანი IPO-ს განაცხადი წარადგინა

Anthropic-მა საფონდო ბირჟაზე $2-ტრილიონიანი IPO-ს განაცხადი წარადგინა

BM.GE26 ოქტომბერი, 2026, 21:30|bm.ge

ხელოვნურ ინტელექტის განვითარებაზე მომუშავე ამერიკულმა კომპანია Anthropic-მა აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიას საჯარო შეთავაზების განაცხადი ოფიციალურად წარუდგინა.

დოკუმენტაციის თანახმად, Anthropic-ის აქციები Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე ნოემბერში ANT-ის სიმბოლოთი განთავსდება. საჯარო შეთავაზების მთავარი მხარდამჭერები საინვესტიციო ბანკები, Goldman Sachs და Morgan Stanley იქნებიან.

როგორც ირკვევა, თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ 1.2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, ამჯერად 2026 წლის პირველ ნახევარში მაჩვენებელმა 16.3 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამასთან, ანგარიშგების მიხედვით, Anthropic-ის ექვსი თვის წმინდა ზარალი 12.9 მილიარდიდან 80.7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, თუმცა, როგორც ჩანს, ინვესტორებს ეს არ აღელვებთ.ამჟამინდელი მოცემულობით, Claude-ის დეველოპერი კომპანიის საბაზრო ღირებულება დაახლოებით $2 ტრილიონს შეადგენს, შესაბამისად, მისი IPO-ს მოცულობა ისტორიაში ყველაზე მაღალი იქნება და წელს SpaceX-ის მიერ დაფიქსირებულ რეკორდს მოხსნის.

შეგახსენებთ, კომპანია Anthropic-ი 2021 წელს Google-ისა და OpenAI-ის ყოფილმა თანამშრომლებმა, დარიო და დანიელა ამოდეებმა დააფუძნეს. მოცემული შედეგების გათვალისწინებით, Anthropic-ს ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდი სტარტაპის რეკორდიც ეკუთვნის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შავი ზღვა კომერციული გემებისთვის მსოფლიოში ყველაზე მომაკვდინებელ მარშრუტად იქცა - Financial Times

შავი ზღვა კომერციული გემებისთვის მსოფლიოში ყველაზე მომაკვდინებელ მარშრუტად იქცა - Financial Times

BM.GE

ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში

ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში

BM.GE

სექტემბერში ქართულ ბანკებში დეპოზიტები ₾1.82 მილიარდით გაიზარდა

სექტემბერში ქართულ ბანკებში დეპოზიტები ₾1.82 მილიარდით გაიზარდა

BM.GE

The Lake by Placemakers - International Property Awards 2026–2027-ის გამარჯვებულია

The Lake by Placemakers - International Property Awards 2026–2027-ის გამარჯვებულია

BM.GE