მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Anthropic-მა საფონდო ბირჟაზე აქციების საჯარო განთავსების კონფიდენციალური განაცხადი შეიტანა
Anthropic-მა საფონდო ბირჟაზე აქციების საჯარო განთავსების კონფიდენციალური განაცხადი შეიტანა

Anthropic-მა საფონდო ბირჟაზე აქციების საჯარო განთავსების კონფიდენციალური განაცხადი შეიტანა

BM.GE2 ივნისი, 2026, 21:59|bm.ge

ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე მომუშავე ამერიკულმა კომპანია Anthropic-მა ფასიანი ქაღალდების კომისიაში პირველადი საჯარო შეთავაზების შესახებ კონფიდენციალური განაცხადი შეიტანა. როგორც ირკვევა, მენეჯმენტმა ეს გადაწყვეტილება ბაზარზე რეკორდული ფინანსური მაჩვენებლების დაფიქსირების შემდეგ მიიღო.

როგორც ცნობილია, ორგანიზაციის წლიური შემოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელმა გასულ თვეში $47 მილიარდს მიაღწია. ამავე პერიოდში კომპანიამ დახურა დაფინანსების ახალი რაუნდი, სადაც მისი საბაზრო ღირებულება $965 მილიარდით განისაზღვრა. ამ შედეგით მან გადაუსწრო მეტოქე OpenAI-ის ფინანსურ მაჩვენებელს, რომლის კაპიტალიზაციაც სულ რაღაც 2 თვით ადრე, მარტში $852 მილიარდს შეადგენდა.

რაც შეეხება თავად კომპანიას და მის ამჟამინდელ საქმიანობას, მას განსაკუთრებული პოპულარობა კიბერუსაფრთხოების სპეციალური ფუნქციის მქონე მოდელმა, Claude Mythos Preview-მ მოუტანა. ახალმა AI მოდელმა, რომელიც კიბერდანაშაულების განხორციელების საფრთხის გამო სტარტაპმა ჯერ ვერ გამოუშვა. ამჟამად ის ინიციატივა Project Glasswing-ის ფარგლებში მხოლოდ შერჩეული კომპანიებისთვისაა ხელმისაწვდომი. საკუთარი სისტემის შემოწმებისთვის Mythos-ი აშშ-ის ომის დეპარტამენტმა, პენტაგონმაც კი გამოიყენა.

გარდა აღნიშნული AI მოდელისა, Anthropic-ი ცნობილია მისი ბიზნეს მოდელითაც. მისი შემოსავლების უდიდესი ნაწილი B2B გარიგებებზე მოდის. კომპანია ნაკლებადაა ორიენტირებული რიგითი მომხმარებლების საჭიროებებზე და აქცენტს კორპორაციულ სეგმენტზე ამახვილებს. ამის მიუხედავად, ის მისი ტექნიკური შესაძლებლობების დამსახურებით ახერხებს, იყოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი AI ჩეთბოტი. ჩეთბოტი, რომელიც თებერვლის თვეში, ამერიკის შეერთებულ შტატებში Apple-ის უფასო პროგრამების რეიტინგში პირველ ადგილზე გავიდა.

შეგახსენებთ, კომპანია Anthropic-ი 2021 წელს OpenAI-ის ყოფილმა ხელმძღვანელებმა და მკვლევრებმა დააარსეს. ის ბაზარზე ხელოვნური ინტელექტის მოდელების სისტემა Claude-ით ოპერირებს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ინვესტიციების სწორი მართვით, მესტიაში სტაბილური ენერგომომარაგების აღდგენა სავსებით რეალურია - გია არაბიძე

ინვესტიციების სწორი მართვით, მესტიაში სტაბილური ენერგომომარაგების აღდგენა სავსებით რეალურია - გია არაბიძე

BM.GE

რატომ აფრთხილებს აშშ-ის მარეგულირებელი ტურლოვის Freedom Holding-ს?

რატომ აფრთხილებს აშშ-ის მარეგულირებელი ტურლოვის Freedom Holding-ს?

BM.GE

აგროპროგრამების დაწყებიდან სოფლის მეურნეობაში ინვესტიციებმა ₾10 მილიარდს გადააჭარბა - მთავრობის ანგარიში

აგროპროგრამების დაწყებიდან სოფლის მეურნეობაში ინვესტიციებმა ₾10 მილიარდს გადააჭარბა - მთავრობის ანგარიში

BM.GE

ვინ, სად და რა ფასად ყიდულობს ბინებს დედაქალაქში - Galt & Taggart-ის აპრილის მიმოხილვა

ვინ, სად და რა ფასად ყიდულობს ბინებს დედაქალაქში - Galt & Taggart-ის აპრილის მიმოხილვა

BM.GE