მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, პუტინმა მას არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცა
ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, პუტინმა მას არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცა

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, პუტინმა მას არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცა

BM.GE31 ივლისი, 2026, 01:34|bm.ge

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, მისთვის არჩევნებში გამარჯვება მათ შორის გამართული ბოლო სატელეფონო საუბრისას არ მიულოცავს.

„არა, არ მოულოცავს“ - ასე უპასუხა ფაშინიანმა ჟურნალისტებს და განაცხადა "არ ისურვა და არ მომილოცა“.

პრემიერს ასევე ჰკითხეს, იყო თუ არა მისთვის მნიშვნელოვანი პუტინისგან მილოცვის მიღება, რაზედაც სომხეთის პრემიერმა უპასუხა: „იცით, აქ ჩნდება კითხვა - მაშინ ვის ელაპარაკებოდა ის?“.

ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა არ გამორიცხა და აღნიშნა: „ყოველ შემთხვევაში, ჩვენ აუცილებლად გვექნება განხილვები და კონტაქტები... ვილაპარაკეთ იმაზე, რომ უახლოეს მომავალში შევხვდებით, თუმცა ეს ჯერ დაკონკრეტებული არ არის“, - აღნიშნა პრემიერმა.

არსებული ინფორმაციით, 27 ივლისს ნიკოლ ფაშინიანსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. სომხეთის მთავრობის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ მხარეებმა სომხეთ-რუსეთის ეკონომიკურ ურთიერთობებში არსებულ პრობლემებზე გაცვალეს მოსაზრებები. კრემლმა კი განაცხადა, რომ შეხვედრაზე ხაზი გაესვა სომხეთში ევროკავშირში გაწევრიანების ან ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში (ЕАЭС) დარჩენის შესახებ საყოველთაო რეფერენდუმის რაც შეიძლება მოკლე ვადებში ჩატარების აუცილებლობას.ცნობისთვის, სომხეთის საპარლამენტო არჩევნები 2026 წლის 7 ივნისს გაიმართა. ოფიციალური შედეგების თანახმად, სომხეთის საკანონმდებლო ორგანოში სამი პოლიტიკური ძალა პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულება“ (ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით), ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ და ბლოკი „სომხეთი“ შევიდნენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE