მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Apple-ის კვარტალურმა შემოსავალმა რეკორდულ $143.8 მილიარდს მიაღწია
Apple-ის კვარტალურმა შემოსავალმა რეკორდულ $143.8 მილიარდს მიაღწია

Apple-ის კვარტალურმა შემოსავალმა რეკორდულ $143.8 მილიარდს მიაღწია

BM.GE1 მაისი, 2026, 14:30|bm.ge

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Apple-მა ფისკალური 2026 წლის I კვარტალის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა და ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა. როგორც ირკვევა, ტექნოლოგიური გიგანტის შემოსავალმა ბოლო 3 თვეში 143.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-იანი ზრდაა.

თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ 42.8 მილიარდი დოლარის საოპერაციო მოგება ნახა, ამჯერად მაჩვენებელმა 50.9 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამასთან, კორპორაციის წმინდა მოგება 42.1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. პარალელურად, მოგებამ თითო აქციაზე 2.84 დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19%-ით გაუმჯობესებული შედეგია. როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმა ინვესტორებთან შეხვედრისას განაცხადა, დადებული შედეგები პროდუქციაზე არსებულმა უპრეცედენტო მოთხოვნამ განაპირობა.

რაც შეეხება შემოსავლების გადანაწილებას, ყველაზე დიდი წილი კვლავ სმარტფონების გაყიდვებზე მოვიდა, სადაც მაჩვენებელმა ისტორიულ მაქსიმუმს, 85.3 მილიარდ დოლარს მიაღწია. შედარებისთვის, გასული წლის ანალოგიურ კვარტალში iPhone-ის გაყიდვებმა კომპანიას 69.1 მილიარდი დოლარი მოუტანა. ამას გარდა, სერვისების დეპარტამენტის შემოსავალიც რეკორდული აღმოჩნდა. ეს მაჩვენებელი ბოლო 3 თვეში 14%-ით გაიზარდა და 30 მილიარდი დოლარი შეადგინა. თავის მხრივ, კვლევისა და განვითარების ხარჯები 8.3 მილიარდიდან 10.9 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ საერთო ზრდის მიუხედავად, კონკრეტული მიმართულებებით კლება დაფიქსირდა. კერძოდ, კომპიუტერების გაყიდვები 8.4 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, ხოლო ტარებადი მოწყობილობებისა და აქსესუარების სეგმენტის შემოსავალი 11.5 მილიარდ დოლარამდე დაეცა.

გეოგრაფიული თვალსაზრისით, კომპანიის შემოსავლები ყველა ძირითად ბაზარზე გაუმჯობესდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნახტომი დაფიქსირდა ჩინეთის რეგიონში, სადაც მაჩვენებელი 18.5 მილიარდიდან 25.5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. არსებული ინფორმაციით, ამერიკის ბაზარმა Apple-ს 58.5 მილიარდი დოლარი მოუტანა, ხოლო ევროპულმა გაყიდვებმა 38.1 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ფინანსური დირექტორის, კევან პარეხის განმარტებით, ძლიერმა კვარტალურმა შედეგებმა კომპანიას 54 მილიარდი დოლარის საოპერაციო ფულადი ნაკადის გენერირების საშუალება მისცა.

ცნობისთვის, ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ბირჟაზე კომპანიის აქციების ფასი 0.44%-ით გაიზარდა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric

საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric

BM.GE

საქართველოს ბანკის ქუთაისობისადმი მიძღვნილი კამპანიები

საქართველოს ბანკის ქუთაისობისადმი მიძღვნილი კამპანიები

BM.GE

"ფასების საპარლამენტო კომისიამ" საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა - მიგნებები და რეკომენდაციები

"ფასების საპარლამენტო კომისიამ" საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა - მიგნებები და რეკომენდაციები

BM.GE

გამოკითხული კომპანიების 34% ელის II კვარტალში დასაქმებულთა ზრდას - BAG ინდექსი

გამოკითხული კომპანიების 34% ელის II კვარტალში დასაქმებულთა ზრდას - BAG ინდექსი

BM.GE