მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Apple Music-ის გამოწერის საფასური იზრდება - რა ეღირება მუსიკალური სერვისი?
Apple Music-ის გამოწერის საფასური იზრდება - რა ეღირება მუსიკალური სერვისი?

Apple Music-ის გამოწერის საფასური იზრდება - რა ეღირება მუსიკალური სერვისი?

BM.GE20 ივლისი, 2026, 23:03|bm.ge

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Apple-მა თავისი მუსიკალური პლატფორმისა და სააბონენტო პაკეტების ყოველთვიური ღირებულება გაზარდა. არსებული ინფორმაციით, ცვლილება Apple Music-ისა და Apple One-ის სერვისებს შეეხო.

განახლებული ტარიფების მიხედვით, Apple Music-ის ინდივიდუალური პაკეტის ფასი $12-მდე გაიზარდა, საოჯახო პაკეტის საფასურმა კი $20 შეადგინა. ამავე პლატფორმის სტუდენტური გამოწერის ფასი მომხმარებლებისთვის $7 გახდა. შედარებისთვის, მხოლოდ საოჯახო პაკეტი გასულ წლებში სულ რაღაც $8 ჯდებოდა.

რაც შეეხება Apple One-ის სხვადასხვა სერვისის კომბინირებულ პაკეტს, ინდივიდუალური გეგმის ღირებულება უცვლელი დარჩა და ის $20-ს შეადგენს. თუმცა საოჯახო პაკეტის ფასი $28-მდე გაიზარდა, რაც შეეხება პრემიუმ ვერსიას, მისმა ყოველთვიურმა საფასურმა $40-ს მიაღწია.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, სერვისების გაძვირება მუსიკალური თუ სხვა ტიპის პროდუქტების ლიცენზიების გაზრდილ ხარჯებს უკავშირდება. თუმცა ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ რეალური მიზეზი ტექნოლოგიური ინდუსტრიაში არსებული მეხსიერების ბარათების დეფიციტი იყოს, რის გამოც კომპანიამ ზარალი უკვე ნახა და გარდა ძირითადი პროდუქტების გაყიდვისა, ამჯერად პროგრამების გამოწერის საფასურის გაზრდითაც ცდილობდეს მოგების ნახვას.

ცნობისთვის, Apple-მა მუსიკალური პლატფორმის გამოწერის ტარიფები ბოლოს 2022 წელს გაზარდა. მას შემდეგ სერვისების ღირებულება ბაზარზე სტაბილურად ნარჩუნდებოდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა

პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა

BM.GE

ახალი პარკი, დარბაზი, სასტუმრო - "წინანდლის მამულის" პროექტში ინვესტიციები ეტაპობრივად ჩაიდება | გიორგი რამიშვილი

ახალი პარკი, დარბაზი, სასტუმრო - "წინანდლის მამულის" პროექტში ინვესტიციები ეტაპობრივად ჩაიდება | გიორგი რამიშვილი

BM.GE

აგროთანადაფინანსების პროგრამაში სახელმწიფოს წილი შესაძლოა დეპოზიტზე განთავსდეს| რა მოდელს განიხილავენ ბანკებთან

აგროთანადაფინანსების პროგრამაში სახელმწიფოს წილი შესაძლოა დეპოზიტზე განთავსდეს| რა მოდელს განიხილავენ ბანკებთან

BM.GE

სებ-ის დავების კომისიამ წელს საფინანსო სექტორს მომხმარებლებისთვის ₾426,000 აანაზღაურებინა

სებ-ის დავების კომისიამ წელს საფინანსო სექტორს მომხმარებლებისთვის ₾426,000 აანაზღაურებინა

BM.GE