მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Applied Digital-ის კვარტალური შემოსავალი ოთხჯერ გაიზარდა
Applied Digital-ის კვარტალური შემოსავალი ოთხჯერ გაიზარდა

Applied Digital-ის კვარტალური შემოსავალი ოთხჯერ გაიზარდა

BM.GE10 ოქტომბერი, 2026, 13:20|bm.ge

ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის, Applied Digital-ის პირველი კვარტალის შემოსავალმა უოლ-სტრიტის მოლოდინს გადააჭარბა.

თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ მხოლოდ $80.9 მილიონი მიიღო, ამჯერად მაჩვენებელმა $341.9 მილიონი შეადგინა. შედარებისთვის, LSEG-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები $133.8 მილიონის შემოსავალს ელოდნენ.

თუმცა, საყურადღებოა, რომ შემოსავლის მკვეთრი ზრდის მიუხედავად, საანგარიშო პერიოდში კომპანია მაინც ზარალზე გავიდა. საუბარია $221.0 მილიონზე. როგორც ირკვევა, ამის მიზეზი გახდა კომპანიის მიერ საერთო ხარჯების $404.3 მილიონამდე ზრდა, რამაც მოგება სრულად შთანთქა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წლის ანალოგიური პერიოდი AD-მ ასევე ზარალით, $90.7 მილიონით ჩახურა, თუმცა ამჯერად მასშტაბი შემოსავლების ზრდასთან ერთად გაიზარდა.

თავად ეს უარყოფითი შედეგი ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის გაფართოებამ განაპირობა. როგორც Applied Digital-ში აცხადებენ, ხარჯების ზრდა მომხმარებლებისთვის მონაცემთა ცენტრების მომზადებამ, აქციებზე დაფუძნებული კომპენსაციების მატებამ და გაზრდილმა საპროცენტო ხარჯებმა გამოიწვია. ინფორმაციისთვის, ორგანიზაციის მთლიანი ვალი $6.4 მილიარდს შეადგენს.

ცნობისთვის, Applied Digital-ი ტეხასის შტატის ქალაქ დალასში დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანიაა. ის მონაცემთა დამუშავების ცენტრებს ხელოვნური ინტელექტისა და სხვა მაღალი წარმადობის გამოთვლითი ამოცანების მხარდასაჭერად ავითარებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

JBS სკოლამ მოსწავლეთა პირველი ნაკადი მიიღო - რა საგანმანათლებლო მოდელს გთავაზობთ ახალი სივრცე?

JBS სკოლამ მოსწავლეთა პირველი ნაკადი მიიღო - რა საგანმანათლებლო მოდელს გთავაზობთ ახალი სივრცე?

BM.GE

10 ოქტომბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

10 ოქტომბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

BM.GE

Starbucks-მა Chipotle-ს ყიდვა გადაწყვიტა?

Starbucks-მა Chipotle-ს ყიდვა გადაწყვიტა?

BM.GE

რატომ დაეკისრა American Express-ს $350-მილიონიანი ჯარიმა?

რატომ დაეკისრა American Express-ს $350-მილიონიანი ჯარიმა?

BM.GE