მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აპრილში ელექტროენერგიის იმპორტი მხოლოდ 64 მლნ კვტ.სთ იყო
აპრილში ელექტროენერგიის იმპორტი მხოლოდ 64 მლნ კვტ.სთ იყო

აპრილში ელექტროენერგიის იმპორტი მხოლოდ 64 მლნ კვტ.სთ იყო

BM.GE6 მაისი, 2026, 02:05|bm.ge

2026 წლის აპრილში საქართველომ მხოლოდ 64 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა. ასეთი დაბალი მაჩვენებელი, სავარაუდოდ, უკავშირდება ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტას.

როგორც მანამდე რუსულ სახელმწიფო მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, აპრილიდან აფხაზეთის რეგიონი სრულად "ენგურჰესის" ელექტროენერგიის მოხმარებაზე გადავიდა.

„დღეს, 31 მარტს, 00:00 საათზე აფხაზეთი აჩერებს რუსეთის ფედერაციიდან ენერგიის მიღებას და სრულად ენგურჰესის გამომუშავებაზე გადადის. წყლის მოდინების და ჯვრის [ენგურის] წყალსაცავში დონის მატება აფხაზეთის საჭიროებებს სრულად ფარავს“, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სააგენტო TASS-ს „ჩერნომორენერგოს“ გენერალურმა დირექტორმა თემურ ჯინჯოლიამ განუცხადა.

აპრილის მონაცემები აჩვენებს, რომ ჯამში ელექტროენერგიის გამომუშავებამ 1.14 მლრდ კვტ.სთ შეადგინა, აქედან თბოსადგურების მიერ გამომუშავებული დენი 198 მლნ კვტ.სთ იყო, ხოლო ჰესების 928 მლნ კვტ.სთ. 14 მლნ კვტ.სთ გამოიმუშავა ორმა ქარის სადგურმა, ხოლო მზის სადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა მხოლოდ 1.7 მლნ კვტ.სთ იყო.

ჯამში საქართველომ მიმდინარე წლის აპრილში 1.12 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარა

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა ინგლისის ბანკისგან $1.9 მილიარდის ოქროს დაბრუნება მოითხოვა

ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა ინგლისის ბანკისგან $1.9 მილიარდის ოქროს დაბრუნება მოითხოვა

BM.GE

ლილოს ნაგავსაყრელზე გამოვლენილი დარღვევებისთვის "თბილსერვისი" დააჯარიმეს

ლილოს ნაგავსაყრელზე გამოვლენილი დარღვევებისთვის "თბილსერვისი" დააჯარიმეს

BM.GE

NEXT-მა პრინსტონის უნივერსიტეტთან პარტნიორობა დაიწყო – 2027 წლიდან კომპანია არქიტექტურისა და დიზაინის სტუდენტებს უმასპინძლებს.

NEXT-მა პრინსტონის უნივერსიტეტთან პარტნიორობა დაიწყო – 2027 წლიდან კომპანია არქიტექტურისა და დიზაინის სტუდენტებს უმასპინძლებს.

BM.GE

"12 საერთაშორისო BPO კომპანიას ვუმასპინძლეთ. ერთ-ერთმა საქართველოში კომპანია დაარეგისტრირა" - ხიდურელი

"12 საერთაშორისო BPO კომპანიას ვუმასპინძლეთ. ერთ-ერთმა საქართველოში კომპანია დაარეგისტრირა" - ხიდურელი

BM.GE