მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აპრილში თბილისში ბინის ქირა 5.2%-ით გაძვირდა - რომელ უბანში ღირს ყველაზე ძვირი?
აპრილში თბილისში ბინის ქირა 5.2%-ით გაძვირდა - რომელ უბანში ღირს ყველაზე ძვირი?

აპრილში თბილისში ბინის ქირა 5.2%-ით გაძვირდა - რომელ უბანში ღირს ყველაზე ძვირი?

BM.GE4 ივნისი, 2026, 01:45|bm.ge

2026 წლის აპრილში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ) ქირამ კვადრატულ მეტრზე 10.0 აშშ დოლარი შეადგინა.

"გალტ & თაგარტის" უძრავი ქონების ბაზრის ყოველთვიური მიმოხილვის მიხედვით, ეს მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით 0.4%-ით არის გაზრდილი, ხოლო გასული წლის აპრილთან შედარებით ($9.5) ზრდა 5.2%-ს შეადგენს.

ქირის ფასები თბილისის უბნების მიხედვით:

კვლევის მიხედვით, 2026 წლის აპრილის მდგომარეობით, ყველაზე ძვირად ღირებული ქირა ტრადიციულად ცენტრალურ უბნებში ფიქსირდება, თუმცა განსხვავებული სურათია გარეუბნებშიც. საშუალო შეწონილი ქირა 1 კვ.მ-ზე თბილისის სხვადასხვა უბანში ასე გამოიყურება:

ვაკე – $14.2მთაწმინდა – $12.7საბურთალო – $11.3კრწანისი – $10.5ჩუღურეთი – $10.0დიდუბე – $9.9ისანი – $9.9ნაძალადევი – $9.6ვაშლიჯვარი – $8.9გლდანი – $8.6დიდი დიღომი – $8.6სამგორი – $8.2

მიმდინარე წლის აპრილში თბილისში უძრავი ქონების ქირის ამონაგები საშუალოდ 8.5%-ის ფარგლებში ფიქსირდება. აღნიშნული მაჩვენებელი კვლავ მნიშვნელოვნად აჭარბებს აშშ დოლარის დეპოზიტებზე არსებულ საპროცენტო განაკვეთს (რომელიც საშუალოდ 2.5%-ია), თუმცა ჩამორჩება ლარის დეპოზიტების საშუალო საპროცენტო განაკვეთს (9.8%).

საერთაშორისო ჭრილში, თბილისი უძრავი ქონების ქირის შემოსავლიანობით რეგიონში მე-3 ადგილზეა. ქალაქების მიხედვით ქირის წლიური ამონაგები ასე ნაწილდება:

1. ანკარა – 9.6%2. ასტანა – 8.8%3. თბილისი – 8.5%4. ტაშკენტი – 8.1%5. ერევანი – 6.9%6. ბაქო / კიშინიოვი – 5.3%7. რიგა – 4.3%8. ბუქარესტი / სოფია – 4.2%9. ვილნიუსი – 3.9%10. ტალინი – 3.6%

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 223 სტატია.

  • პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირირუსთავი 2
  • პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირიიმედი
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე

არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე

BM.GE

Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2027 წელს რეფინანსირების განაკვეთი 7.5%-მდე შემცირდება

Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2027 წელს რეფინანსირების განაკვეთი 7.5%-მდე შემცირდება

BM.GE

ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, მთავარია დროული რეაგირება - კახა კალაძე სემეკის განცხადებაზე

ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, მთავარია დროული რეაგირება - კახა კალაძე სემეკის განცხადებაზე

BM.GE

საზოგადოებრივი ჯანმრთელობა: ინფორმაციის, რეგულაციისა და არჩევანის ბალანსი

საზოგადოებრივი ჯანმრთელობა: ინფორმაციის, რეგულაციისა და არჩევანის ბალანსი

BM.GE