მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, მთავარია დროული რეაგირება - კახა კალაძე სემეკის განცხადებაზე
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, მთავარია დროული რეაგირება - კახა კალაძე სემეკის განცხადებაზე

ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, მთავარია დროული რეაგირება - კახა კალაძე სემეკის განცხადებაზე

BM.GE31 ივლისი, 2026, 18:25|bm.ge

ავარიები, დაზიანებები ყოველთვის ხდება, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან სემეკ-ის განცხადებას, რაც 24 და 25 ივლისს საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვას შეეხებოდა.

მისივე თქმით, ყოველთვის, ყველა ქვეყანაში შეიძლება მოხდეს მსგავსი შემთხვევა, მთავარი დროული რეაგირებაა.

„გავიხსენებ, როცა ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც მთელ საქართველოს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, რაც უკავშირდებოდა „იმერეთის“ 500 კილოვოლტიან ელექტროგადამცემ ხაზს. ამ ტიპის შემთხვევები ყველგან ხდება, მათ შორის ევროპულ ქალაქებშიც. სამწუხაროა, თუმცა კარგია, რომ დროულად მოხდა შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, 24 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია გაითიშა. ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე საათით იყო გათიშული 25 ივლისსაც. სემეკ-მა ამ ეტაპზე 24 ივლისს ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. მათი განცხადებით, 2026 წლის 24 ივლისს, საქართველოს ენერგოსისტემა პარალელურ რეჟიმში მუშაობდა აზერბაიჯანის ენერგოსისტემასთან 330 კილოვოლტი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მეშვეობით. დაახლოებით 00 საათსა, 10 წუთზე და 49 წამზე მოხდა საქართველოს ენერგოსისტემის გამოყოფა აზერბაიჯანის ენერგოსისტემიდან და საქართველოს ენერგოსისტემა დარჩა იზოლირებულ რეჟიმში, რა დროსაც დაიწყო სიხშირისა და ძაბვის ვარდნა. აღნიშნულმა მაჩვენებლებმა მიაღწიეს იმ მნიშვნელობებს, რომელი მნიშვნელობების შედეგადაც ენერგოსისტემაში დაიწყო კასკადური გამორთვები, როგორც ელექტროსადგურების, ისე მომხმარებლის. შედეგად კი მოხდა ენერგოსისტემის სრული ჩაქრობა.

სუს-მა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კალაძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 44 სტატია.

  • ირაკლი ღარიბაშვილს კახა კალაძე გაემიჯნატვ პირველი
  • პოლიტიკურ სპეკულაციებში შესვლას არ ვაპირებ, ირაკლი კობახიძე შემართებით, პროფესიონალიზნით და პატიოსნებით ღირსეულად უძღვება თავის საქმეს - კახა კალაძერუსთავი 2
  • კახა კალაძე: პოლიტიკურ სპეკულაციებში შესვლას არ ვაპირებ, ირაკლი კობახიძე შემართებით, პროფესიონალიზმით და პატიოსნებით ღირსეულად უძღვება თავის საქმესიმედი
  • კალაძე ღარიბაშვილზე: ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურადფორმულა
კალაძე →

მსგავსი სტატიები

ლუკაშენკომ აშშ-სგან გაყინული თანხების დაბრუნების პირობა მიიღო - Reuters

ლუკაშენკომ აშშ-სგან გაყინული თანხების დაბრუნების პირობა მიიღო - Reuters

BM.GE

საქართველომ „GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს“ უმასპინძლა

საქართველომ „GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს“ უმასპინძლა

BM.GE

აშშ-მა ისტორიაში პირველად დაადასტურა, რომ ორბიტაზე კოსმოსური იარაღი განათავსა

აშშ-მა ისტორიაში პირველად დაადასტურა, რომ ორბიტაზე კოსმოსური იარაღი განათავსა

BM.GE

ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლა მკვეთრად შემცირდა

ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლა მკვეთრად შემცირდა

BM.GE