მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აქცია-საიუბილეო 20%-იანი ფასდაკლება ყველა ავტომობილზე
აქცია-საიუბილეო 20%-იანი ფასდაკლება ყველა ავტომობილზე

აქცია-საიუბილეო 20%-იანი ფასდაკლება ყველა ავტომობილზე

BM.GE21 მაისი, 2026, 23:48|bm.ge

გაცნობებთ, რომ კომპანია „სენა ავტო ჯგუფი“ მიმდინარე წელს აღნიშნავს დაარსებიდან 20 წლის იუბილეს. კომპანია 2006 წელს დაარსდა და დღემდე წარმატებით ინარჩუნებს სანდო და სტაბილური ბრენდის პოზიციას როგორც საქართველოში, ისე რეგიონში.„სენა ავტო ჯგუფი“ წარმოადგენს შემდეგ საერთაშორისო ბრენდებს: JAC Motors, Honda, Skywell, KGM (SsangYong), CMC Mitsubishi, Thinkcar. ამასთან, უკვე მესამე წელია კომპანია აშენებს საკუთარ ელექტრომობილების ხაზს „SENA“, რომელიც წარმოდგენილია რამდენიმე მოდელით როგორც საქართველოში, ისე სომხეთში.

განსაკუთრებული სიახლეა, რომ 20 წლის იუბილეს „სენა ავტო ჯგუფი“ აღნიშნავს ჩინურ პრემიალურ ავტომწარმოებელთან - Chery - პარტნიორობით და მისთვის სპეციალურად შექმნილი ახალი, თანამედროვე სტანდარტების შოურუმის გახსნით.შოურუმი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებითა და ინოვაციური დიზაინით და მომხმარებლებს სთავაზობს Chery-ის უახლეს მოდელებს - როგორც ჰიბრიდულ, ისე ბენზინის ძრავებით.კომპანიის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით ვიწყებთ აქციას - ამოყიდვა 20%-იანი ფასდაკლებით, ყველა ბრენდის ავტომობილებზე. ეს შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ თბილისში არსებულ ავტომობილებზე და ერთიანი გადახდის შემთხვევაში.

„Chery-ის ოფიციალური შოურუმის გახსნა ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია, განსაკუთრებით იმ წელს, როდესაც „სენა ავტო ჯგუფი“ 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ ორ მნიშვნელოვან მოვლენას მომხმარებლისთვის სპეციალური პირობებითა და შეთავაზებებით ვხვდებით.ჩვენი მიზანია, მომხმარებელს ერთ სივრცეში შევთავაზოთ საერთაშორისო სტანდარტის ხარისხი, ინოვაციური ტექნოლოგიები და სრულფასოვანი მომსახურება. 2025 წლის ბოლოდან დღემდე, უკვე გაიყიდა 100-მდე ავტომობილი, რაც ახალი ბრენდისთვის მართლაც შთამბეჭდავი შედეგია. გვჯერა, რომ Chery Tiggo სერია თავისი ხარისხისა და ფასის ოპტიმალური ბალანსით საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად, „სახალხო ავტომობილად“ ჩამოყალიბდება. ჩვენ მალე კიდევ 1 ახალ შოურუმს გავხსნით სადაც ახალი ბრენდები განთავსდება“. - განაცხადა „სენა ავტო ჯგუფის“ დამფუძნებელმა გია ალიხანაშვილმა.აგრეთვე: „სენა ავტო ჯგუფის“ ძირითადი მისიაა მომხმარებელს შესთავაზოს მაღალი ხარისხის,კონკურენტული ფასის ავტომობილები სრული ქარხნული გარანტიითა და სერვისით. კომპანია აქტიურად ნერგავს მოქნილ ფინანსურ ინსტრუმენტებს, მათ შორის შიდა განვადებას, ფინანსურ და საოპერაციო ლიზინგს პარტნიორ ბანკებთან და სალიზინგო კომპანიებთან ერთად. ასევე ხელმისაწვდომია Trade-in პროგრამა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ძველი ავტომობილი ჩაანაცვლოს ახლით.

www.senaauto.ge

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აქცია

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 76 სტატია.

  • პარიზში, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ, სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია დაშალესრუსთავი 2
  • „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - თსუ-თან საპროტესტო აქცია იმართებატვ პირველი
  • თელ-ავივში ათიათასობით ადამიანი ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ აქციაზე გამოვიდაფორმულა
  • აქციებზე დაკავებულმა თამარ ლორთქიფანიძემ ციხე ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვანეტგაზეთი
აქცია →

მსგავსი სტატიები

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

BM.GE