მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. აქციებზე დაკავებულმა თამარ ლორთქიფანიძემ ციხე ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა - Netgazeti
აქციებზე დაკავებულმა თამარ ლორთქიფანიძემ ციხე ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა - Netgazeti

აქციებზე დაკავებულმა თამარ ლორთქიფანიძემ ციხე ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა - Netgazeti

ნეტგაზეთი21 ოქტომბერი, 2026, 12:42|netgazeti.ge

თამარ ლორთქიფანიძემ ციხე დატოვა, ის თავისუფალია და 3 წელი პირობითი მსჯავრის ქვეშ იქნება.

პროკურატურასთან საპროცესო გარიგება სასამართლოში 30 ივნისს დამტკიცდა. თამარი დამნაშავედ ცნეს. მისი განაჩენი ერთწლიანი რეალური სასჯელით [ანუ ერთწლიანი პატიმრობით] და 3-წლიანი პირობითი მსჯავრით, გამოსაცდელი ვადით განისაზღვრა.

თამარ ლორთქიფანიძე 2025 წლის 22 ოქტომბერს რუსთაველზე აქციის მიმდინარეობისას დააკავეს. ის კიდევ ერთი ქალი პატიმარი გახდა, რომლის მიმართ წარდგენილ ბრალში პოლიციელის მიერ განცდილი ტკივილი ფიგურირებს. სასამართლოში თავადაც საუბრობდა პოლიციის მხრიდან შეურაცხყოფაზე.

რაში მდგომარეობდა ბრალდება:

„არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ჩაიდინა პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. 22 ოქტომბერს, საღამოს საათებში, რუსთაველის გამზირზე თავს დაესხა დეპარტამენტის ბალანსზე რიცხულ ავტომანქანას, ავიდა სახურავზე და ფეხების არაერთგზის დარტყმით დააზიანა სახურავი და ძრავის სახურავი. მიყენებულმა ზიანმა 3300 ლარი შეადგინა.

იმავე დღეს ჩაიდინა ცემა, ფიზიკურად იძალადა შალვა რაზმაძის მიმართ და ხელები არაერთხელ ჩაარტყა სახეში, რის შედეგადაც შალვა რაზმაძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიადგა ზიანი შუბლის არეში.“

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ციხეში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 37 სტატია.

  • ფეიქრიშვილების დედა: როგორ შეიძლება ციხეში შევიდეს ყიფიანი თავის შაიკასთან და დაიწყოს გარჩევაფორმულა
  • ძმები ფეიქრიშვილების დედა ციხეში შვილებთან შეხვედრას მოითხოვს, აბრამიშვილი ამბობს, რომ ტყუპებს სცემესტვ პირველი
  • გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი, რომელმაც სიცოცხლე ციხეში სუიციდით დაასრულა დავითაძის ოჯახს პასუხობს: ზოგიერთი საჯაროდ გამოდის ამაზრზენი ბრალდებებით და არ ითვალისწინებს ოჯახის მდგომარეობას. ჩვენი მწუხარება არავის აძლევს უფლებას, გარდაცვლილის ღირსებას შეეხოსრუსთავი 2
  • „მორიგ უნიჭო სცენართან გვაქვს საქმე, როდესაც 2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიული არჩევნების 14 წლის თავზე, რადიკალები და მათი გარე პატრონები ცდილობენ, ტოლობის ნიშანი დასვან დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ ვითარებასა და სააკაშვილის რეჟიმის ციხეებში არსებულ ჯოჯოხეთურ რეალობას შორის“ - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგიიმედი
ციხეში →

მსგავსი სტატიები

„ეს არის ერთპარტიული დიქტატურის გაფორმება“ – ოცამდე სამოქალაქო ორგანიზაციის განცხადება

„ეს არის ერთპარტიული დიქტატურის გაფორმება“ – ოცამდე სამოქალაქო ორგანიზაციის განცხადება

ნეტგაზეთი