მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აქციები, ბინები, ₾18-მილიონიანი დივიდენდი "ორი ნაბიჯიდან" და 58 600 ლარის ფარდები|კახი ბექაურის დეკლარაცია
აქციები, ბინები, ₾18-მილიონიანი დივიდენდი "ორი ნაბიჯიდან" და 58 600 ლარის ფარდები|კახი ბექაურის დეკლარაცია

აქციები, ბინები, ₾18-მილიონიანი დივიდენდი "ორი ნაბიჯიდან" და 58 600 ლარის ფარდები|კახი ბექაურის დეკლარაცია

BM.GE24 მაისი, 2026, 16:19|bm.ge

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, კახი ბექაურის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2025 წელს ბექაურისა და მისი მეუღლის, ეკატერინე ბერიძის, შემოსავლებს შორის ყველაზე მსხვილი პოზიციები უძრავი ქონების გაყიდვიდან მიღებული თანხები, ბიზნესშემოსავლები და დეპოზიტებზე დარიცხული სარგებელია.

დეკლარაციის მიხედვით, კახი ბექაურმა 2025 წელს ბინის გაყიდვიდან 1.7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამასთან, გასულ წელს ეკატერინე ბერიძემ თბილისში, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე 180 კვადრატული ბინა 174 000 დოლარად შეიძინა.

დეკლარაციაში ასახულია, რომ ოჯახი ფლობს ათეულობით უძრავ ქონებას თბილისში, ბათუმში, ბაკურიანსა და კახეთში. მათ შორისაა ბინები მიხეილ ასათიანის ქუჩაზე, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, ფალიაშვილის ქუჩაზე, ბეგლარ ახოსპირელის გასასვლელში, ასევე მიწის ნაკვეთები ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ არგოხში, ბაბანეურსა და ყვარელში. მხოლოდ 2024 წლის ოქტომბერში კახი ბექაურმა თბილისში, მაგნოლიის I შესახვევში 2539 კვ.მ მიწის ნაკვეთი 330 070 დოლარად შეიძინა.

კახი ბექაურის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის და მისი მეუღლე, ეკატერინე ბერიძე, სულ ფლობენ 9 უძრავ ქონებას:

• ბინა თბილისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე - 168.12 კვ.მ ფართობის ბინა კახი ბექაურმა 2010 წელს 120 000 აშშ დოლარად შეიძინა (100%-იანი საკუთრება). • ავტოფარეხი თბილისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე - 23 კვ.მ ფართობის ავტოფარეხი კახი ბექაურმა 2010 წელს 10 000 აშშ დოლარად შეიძინა (100%-იანი საკუთრება). • მიწის ნაკვეთი საგურამოში (მცხეთის მუნიციპალიტეტი) - 1500 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი კახი ბექაურმა 2011 წელს 22 500 აშშ დოლარად შეიძინა (100%-იანი საკუთრება). • საცხოვრებელი სახლი საგურამოში (მცხეთის მუნიციპალიტეტი) - 424.1 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი კახი ბექაურმა 2015 წელს საკუთარი სახსრებით ააშენა (100%-იანი საკუთრება). • მიწის ნაკვეთი კვარიათში (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი) - 1121 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი კახი ბექაურმა 2022 წელს 180 000 აშშ დოლარად შეიძინა (100%-იანი საკუთრება). • ბინა თბილისში, შალვა ნუცუბიძის ქუჩაზე - 122 კვ.მ ფართობის ბინა მეუღლემ, ეკატერინე ბერიძემ, 2004 წელს 24 000 აშშ დოლარად შეიძინა (100%-იანი საკუთრება). • მიწის ნაკვეთი მუხათწყაროში (მცხეთის მუნიციპალიტეტი) - 2253 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი მეუღლემ, ეკატერინე ბერიძემ, 2018 წელს 32 000 აშშ დოლარად შეიძინა (100%-იანი საკუთრება). • არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, ამბროსი კეკელიძის ქუჩაზე - 129 კვ.მ ფართობის არასაცხოვრებელი ფართი მეუღლემ, ეკატერინე ბერიძემ, 2024 წელს 155 000 აშშ დოლარად შეიძინა (100%-იანი საკუთრება). • მიწის ნაკვეთი საგურამოში (მცხეთის მუნიციპალიტეტი) - 1177 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი მეუღლემ, ეკატერინე ბერიძემ, 2024 წელს 76 500 აშშ დოლარად შეიძინა (100%-იანი საკუთრება).

სამეწარმეო საქმიანობიდან ყველაზე დიდი შემოსავალი კახი ბექაურმა კომპანია „ორი ნაბიჯიდან“ მიიღო. დეკლარაციის მიხედვით, 2025 წელს მისმა ხელზე აღებულმა შემოსავალმა 18 835 349 ლარი შეადგინა. ის ასევე ფლობს წილებს კომპანიებში „ვარცლა ჰოტელ ენდ სპა“, „თბილისის სპორტინგის კლუბი“, „კერა კაპიტალი“ და ფრანგულ კომპანია SCI NAP REAL ESTATE-ში.

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, 2020-2024 წლებში კახი ბექაურმა “ორი ნაბიჯიდან” დივიდენდის სახით 85 მილიონ ლარამდე შემოსავალი მიიღო:

• 2026 წელს შევსებული დეკლარაციის (ასახავს 2025 წელს) თანახმად - 18.8 მილიონი ლარი; • 2025 წელს შევსებული დეკლარაციის (ასახავს 2024 წელს) თანახმად - 20.5 მილიონი ლარი; • 2024 წელს შევსებული დეკლარაციის (ასახავს 2023 წელს) თანახმად - 18.2 მილიონი ლარი; • 2023 წელს შევსებული დეკლარაციის (ასახავს 2022 წელს) თანახმად - 14.8 მილიონი ლარი; • 2022 წელს შევსებული დეკლარაციის (ასახავს 2021 წელს) თანახმად - 8.3 მილიონი ლარი; • 2021 წელს შევსებული დეკლარაციის (ასახავს 2020 წელს) თანახმად - 4.3 მილიონი ლარი.

ოჯახის საკუთრებაშია არაერთი ძვირად ღირებული ავტომობილი. დეკლარაციის მიხედვით, კახი ბექაურმა 2025 წლის სექტემბერში LAND ROVER RANGE ROVER SPORT 557 587 ლარად შეიძინა. მის საკუთრებაშია ასევე RANGE ROVER AUTOBIOGRAPHY, BMW X7, Ford F-150 Raptor და LAND ROVER DEFENDER. ეკატერინე ბერიძე ფლობს PORSCHE MACAN GTS-სა და VOLKSWAGEN HATCHBACK-ს.

დეკლარაციაში ასახულია ძვირად ღირებული საათები და ცეცხლსასროლი იარაღებიც. ბექაურმა 2025 წელს შეიძინა IVO FABBRI BLACK ICE-ის მოდელის იარაღი 19 500 ევროდ, BLASER SPORTING 5 000 ევროდ და BLASER R8 - 4 980 ევროდ. მას ასევე ეკუთვნის Rolex-ისა და Zenith-ის საათები.

ბექაური ფლობს უცხოური კომპანიების აქციებსაც. დეკლარაციაში მითითებულია, რომ მას აქვს Teladoc-ის, CRISPR Therapeutics-ის, Lemonade-ის, StoneCo-ს, Spotify-ის, Airbnb-ის, Shopify-ის, Roku-სა და NIO-ს აქციები. ასევე ფლობს სხვადასხვა კრიპტოვალუტას, მათ შორის DOGE-ს, ADA-ს, SOL-ს, DOT-სა და BNB-ს.

• აქციების შესაძენად სულ გადახდილი თანხა: 499 255.14 აშშ დოლარი; • კრიპტოვალუტის შესაძენად სულ გადახდილი თანხა: 9 341.42 აშშ დოლარი.

საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხებიდან ყველაზე მსხვილი აქტივი 13 500 003-ლარიანი შემნახველი ანგარიშია „თიბისი ბანკში“. გარდა ამისა, ბექაურს „საქართველოს ბანკში“ 300 000-ლარიანი ანაბარიც აქვს.

დეკლარაციის მიხედვით, 2025 წელს ეკატერინე ბერიძისა და კახი ბექაურის მიერ გაწეული შემოსავლები და ხარჯები ასე ნაწილდება:

• სარემონტო მომსახურება/სამუშაოები: 670 626.27 ლარი; 61 010 დოლარი; 24 673.2 ევრო; • ავეჯი/ფურნიტურა: 157 396.12 ლარი; 79 309.2 დოლარი; 282 645.2 ევრო; • სხვადასხვა საყიდლები: 399 173 ლარი; 13 435.89 დოლარი; 84 292.86 ევრო; • სამშენებლო მასალები: 120 558 ლარი; 15 265.55 დოლარი; 19 452.42 ევრო; • განათება/განათების აქსესუარები: 183 059.72 ლარი; • ფინანსური დახმარება: 191 918 ლარი; • ფარდების ღირებულება: 58 689 ლარი. • ეკატერინე ბერიძე: შენატანი საწესდებო კაპიტალში - გასავალი: 109 145 ევრო (SCI NAP REAL ESTATE); • ვაზნების ღირებულება: 5 392 ევრო; 6 182 ევრო; 1 935 ევრო; • შვილის სწავლის საფასური: 3 500 ევრო; • სანადირო მეურნეობის მომსახურების საფასური - 39 582.85 ევრო და 37 709.85 გირვანქა; • სასროლეთის მომსახურების საფასური - 14 842 ევრო;

დეკლარაციის მიხედვით, ეკატერინე ბერიძემ 2025 წელს ქონების იჯარით 453 926 ლარის შემოსავალიც მიიღო.

რაც შეეხება ოფიციალურ ანაზღაურებას, კახი ბექაურმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის პოზიციაზე 2025 წელს 195 473 ლარი მიიღო, ხოლო ეკატერინე ბერიძემ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ კომუნიკაციების დირექტორის პოზიციაზე 264 909 ლარი.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Binance-ის პლატფორმიდან ირანში $1.7 მილიარდის გადარიცხვის ფაქტი გამოვლინდა

Binance-ის პლატფორმიდან ირანში $1.7 მილიარდის გადარიცხვის ფაქტი გამოვლინდა

BM.GE

შეძლებს თუ არა მთავრობა სამწლიანი პაუზის შემდეგ ბაქო-სუფსის მილსადენის ამუშავებას?

შეძლებს თუ არა მთავრობა სამწლიანი პაუზის შემდეგ ბაქო-სუფსის მილსადენის ამუშავებას?

BM.GE

რა ქონებას ფლობს მადრიდის "რეალის" მომდევნო მწვრთნელი ჟოზე მოურინიო?

რა ქონებას ფლობს მადრიდის "რეალის" მომდევნო მწვრთნელი ჟოზე მოურინიო?

BM.GE

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად ₾1.6 მილიონი შეგროვდა - მარათონი გრძელდება

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად ₾1.6 მილიონი შეგროვდა - მარათონი გრძელდება

BM.GE