მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. არ მინდა, მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, ჩემი იურისტობაც დასრულდეს - მანანა კობახიძე
არ მინდა, მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, ჩემი იურისტობაც დასრულდეს - მანანა კობახიძე

არ მინდა, მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, ჩემი იურისტობაც დასრულდეს - მანანა კობახიძე

BM.GE19 ოქტომბერი, 2026, 23:46|bm.ge

მანანა კობახიძე არ აპირებს მისი გადაწყვეტილების შეფასებებს პასუხის გასცეს. როგორც მან “რადიო თავისუფლებას “ უთხრა, ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო და მიიჩნევს, რომ სწორად მოიქცა. ინფორმაციას "TV პირველი" ავრცელებს.

"სპეკულაციებისთვის ყოველთვის არის სივრცე. მოვისმინე ათასგვარი კომენტარი და ვფიქრობ, არ უნდა ვუპასუხო მათ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ყოფილი მოსამართლე ვარ, ჩემი პროფესიული ეთიკა მაინც მავალდებულებს, ამ თემაზე ამის იქით აღარ ვისაუბრო. ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება, ჩემი გადადგმული პირადი, დამოუკიდებელი ნაბიჯი და არაფერი მეტი. მე მგონია, რომ სწორი ვიყავი”, - ამბობს ის.

კობახიძე “რადიო თავისუფლებას“ მის უახლოეს გეგმებზეც ესაუბრა და უთხრა, რომ ადვოკატთა ასოციაციის წევრობის აღდგენას აპირებს:

"სხვათა შორის, ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი ვარ, 2003-ში, გარეთ რომ რევოლუციური ტალღა იყო, პარლამენტის შენობაში ჩავაბარეთ მაშინ საადვოკატო ტესტირება პირველმა თაობამ, ვინც დავაფუძნეთ [ასოციაცია]; ბევრი ვიშრომე, ბევრი ვიბრძოლე, ძალიან დიდი ენერგია ჩავდე და არ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, ასე ვთქვათ, იურისტობაც დასრულდეს - აქედან გამომდინარე, აუცილებლად აღვიდგენ ასოციაციის წევრობას, ჯერჯერობით, როგორც დამოუკიდებელი ადვოკატი, დანარჩენს დრო გვიჩვენებს”, - განაცხადა კობახიძემ.

მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ 2017 წლის 8 თებერვალს პარლამენტმა, „ქართული ოცნების“ წარდგინებით, 101 ხმით 10-ის წინააღმდეგ აირჩია. მან ფიცი 15 თებერვალს დადო და ათწლიანი უფლებამოსილების ვადა 2027 წლის თებერვალში ეწურებოდა.

კობახიძის წასვლის შემდეგ ცხრაწევრიან საკონსტიტუციო სასამართლოში შვიდი მოსამართლე დარჩა, ორი ადგილი კი ვაკანტურია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 183 სტატია.

  • კობახიძე პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებსა და თიკა რუხაძეზე: არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთებაფორმულა
  • კობახიძე არ ელის სამართლებრივ დევნას მამუკა მდინარაძის წინააღმდეგნეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს შეხვდარუსთავი 2
  • „სანქციებისაც ეშინია და საზოგადოებისაც" - თამარ ლალიაშვილი მანანა კობახიძის თვითგანრიდებაზეტვ პირველი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

“დაავადებების პრევენციაში პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებს ლომის წვლილი აქვთ” - როგორ მიმდინარეობს რეფორმა?

“დაავადებების პრევენციაში პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებს ლომის წვლილი აქვთ” - როგორ მიმდინარეობს რეფორმა?

BM.GE

20 ოქტომბრის ღონისძიებების ანონსი

20 ოქტომბრის ღონისძიებების ანონსი

BM.GE

„ყველაფერი, რაც საქმეს სჭირდება“ - საქართველოს ბანკმა ბიზნესის კამპანია დაიწყო

„ყველაფერი, რაც საქმეს სჭირდება“ - საქართველოს ბანკმა ბიზნესის კამპანია დაიწყო

BM.GE

რუსული თავდასხმების გამო უკრაინულმა ბიზნესმა $7.7 მილიარდი იზარალა - სერჰი კორეცკი

რუსული თავდასხმების გამო უკრაინულმა ბიზნესმა $7.7 მილიარდი იზარალა - სერჰი კორეცკი

BM.GE