მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. არ ვართ მზად, [რუსეთი] სხვა ბაზრით ჩავანაცვლოთ, სამინისტრომ უნდა იმუშაოს, რომ ექსპორტი აღდგეს - ცოფურაშვილი
არ ვართ მზად, [რუსეთი] სხვა ბაზრით ჩავანაცვლოთ, სამინისტრომ უნდა იმუშაოს, რომ ექსპორტი აღდგეს - ცოფურაშვილი

არ ვართ მზად, [რუსეთი] სხვა ბაზრით ჩავანაცვლოთ, სამინისტრომ უნდა იმუშაოს, რომ ექსპორტი აღდგეს - ცოფურაშვილი

BM.GE14 ოქტომბერი, 2026, 23:20|bm.ge

ეკონომიკის დოქტორი და სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან ქართული პროდუქციის ნაწილის აკრძალვა შესაძლოა, სხვადასხვა მოტივით იყოს განპირობებული.

როგორც ცოფურაშვილი BMG-სთან აცხადებს, ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური მოტივები, ასევე არაა გამორიცხული, რომ რიგ შემთხვევაში საქმე მართლაც ეხებოდეს პროდუქციის ხარისხს.

გოჩა ცოფურაშვილი მიიჩნევს, რომ ახლა ქართული მხარე, მათ შორის სოფლის მეურნეობის სამინისტრო საკითხში კარგად უნდა გაერკვეს, რათა რუსეთის მხრიდან აკრძალული კომპანიებისთვის რუსეთში ექსპორტი აღდგეს და კომპანიების და პროდუქციის სია აღარ გაიზარდოს.

“[ქართული პროდუქციის ნაწილის აკრძალვის] მოტივი რუსეთიდან შეიძლება იყოს რამდენიმე, მათ შორის, რა თქმა უნდა, ხარისხი, ნაწილობრივ შეიძლება იყოს პოლიტიკური მოსაზრებაც, კერძო მოსაზრებაც. ამ შემთხვევაში ეს მათი საქმეა და დღეს იმდენად ტურბულენტურია მსოფლიო, იმდენად სწრაფად იცვლება წესები და ისე იქცევიან სხვა დიდი მოთამაშეებიც, რომ განსაკუთრებულად პრეტენზიულები ჩვენ ამ მიმართებაში ვერ ვიქნებით.

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა იმუშაოს, გამოასწოროს, ითანამშრომლოს, რომ ჩვენ აღვადგინოთ მაქსიმალურად, რისი აღდგენაც შეიძლება [ამ] ბაზარზე, იმიტომ რომ რუსეთის ბაზარზე დაახლოებით მთლიანი გაყიდვების 65-70% დამოკიდებული, ამიტომ ჩვენ არ ვართ მზად, რომ სხვა ბაზრით ჩავანაცვლოთ. მოუწევს [მთავრობას] სერიოზული მუშაობა, კონსულტაციები და ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის მეღვინეები უნდა იყვნენ ჩართულები, რომ მაქსიმალურად უმტკივნეულოდ ჩაიაროს ამ ყველაფერმა.

დივერსიფიცირება ამ შემთხვევაში კარგი სიტყვაა, უხდება ამ პროცესს, თუმცა ჩვენ აბსოლუტურად სხვა მოცემულობაში ვართ. სხვა რეალობაა, სხვა მოთხოვნილებაა და ძალიან გაგვიჭირდება ჩვენ, რომ თუნდაც რაღაც პროცენტით ჩავანაცვლოთ [რუსეთის ბაზარი]. ჩემი აზრით, დღეს თუკი რაიმე გაუგებრობაა, თუკი რაღაცის დაზუსტებაა საჭირო, მნიშვნელოვანია ინტენსიური მუშაობა, რომ მაქსიმალურად აღდგეს ამ კომპანიების [ექსპორტი რუსეთში]. შეიძლება ვიღაც არ აღადგინონ, ჰქონდეთ ამის საბუთი, ვიღაც შეიძლება აღდგეს და სია აღარ გაგრძელდეს, სია აღარ გაფართოვდეს. მოკლედ მუშაობაა საჭირო სასწრაფოდ შესაბამის უწყებებთან”, - განაცხადა გოჩა ცოფურაშვილმა.

შეგახსენებთ, რუსეთმა ქართული წარმოების ღვინის და არაალკოჰოლური სასმლის ნაწილის იმპორტი დროებით შეზღუდა. რუსული მედიის თანახმად, რუსეთის მარეგულირებელმა გამოავლინა გაყიდვისთვის აკრძალული სასმელები, რომლებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ორგანოლეპტიკური, ფიზიკურ-ქიმიური და უსაფრთხოების მაჩვენებლების მიხედვით. RBC წერს, რომ აკრძალვა შეეხო შემდეგ პროდუქტებს:

• „თელიანის ველის“ წარმოების ღვინო; • „თბილღვინოს“ წარმოების ღვინო; • „ასკანელი ძმების“ წარმოების ღვინო და კონიაკი; • „ვაინმენის“ წარმოების ღვინო; • „საქართველოს ლუდის კომპანიის“ წარმოების ლუდი; • საქართველოში წარმოებული გაზიანი უალკოჰოლო სასმელი - Coca-Cola; • „ჰელსი უოთერის“ მიერ წარმოებული მინერალური წყალი „ნაბეღლავი“.

"იმედი გვაქვს, ეს გადაწყვეტილება შეიცვლება" | პრემიერი რუსულ ემბარგოზე

"ჩვენი ბიზნესი რუსეთში "კოკა-კოლას" ექსპორტი არ არის" | ინტერვიუ თემურ ჭყონიასთან

როგორც ცნობილია, ქართული ღვინის ექსპორტის 67% რუსეთზე მოდის - საქართველომ წელს, 8 თვეში, მეზობელ ქვეყანაში 102 მილიონი დოლარის ღვინო გაყიდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 271 სტატია.

  • ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. პრემიერად რუსეთის სასამართლო სისტემის ყოფილი წარმომადგენელი დაინიშნებაფორმულა
  • რუსეთი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის საბანკო სისტემაზე კონტროლს აძლიერებსნეტგაზეთი
  • "თავდასხმა სრულიად უაზრო იქნება" - ნატოს მთავარსარდალი გრინკევიჩი რუსეთს აფრთხილებსრუსთავი 2
  • EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე მასშტაბური პაკეტი დაამტკიცატვ პირველი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

ტრამპის განცხადებით, ტაივანი ალასკის გაზის 30%-ს შეიძენს

ტრამპის განცხადებით, ტაივანი ალასკის გაზის 30%-ს შეიძენს

BM.GE

ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანთან ექსკლავების გაცვლისა და სამშვიდობო შეთანხმების გეგმა წარადგინა

ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანთან ექსკლავების გაცვლისა და სამშვიდობო შეთანხმების გეგმა წარადგინა

BM.GE

15 ოქტომბრის ღონისძიებების ანონსი

15 ოქტომბრის ღონისძიებების ანონსი

BM.GE

რუსეთიდან საქართველოში $425 000-ის უკანონოდ შემოტანა სცადეს - თანხა ავტომობილის სამალავში აღმოაჩინეს

რუსეთიდან საქართველოში $425 000-ის უკანონოდ შემოტანა სცადეს - თანხა ავტომობილის სამალავში აღმოაჩინეს

BM.GE