მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „არ ვიცი ქვეყანა, სადაც ინ ვიტრო მეთოდით უნაყოფობის მკურნალობა სრულად არ ფინანსდებოდეს - გიორგი კავკასიძე
„არ ვიცი ქვეყანა, სადაც ინ ვიტრო მეთოდით უნაყოფობის მკურნალობა სრულად არ ფინანსდებოდეს - გიორგი კავკასიძე

„არ ვიცი ქვეყანა, სადაც ინ ვიტრო მეთოდით უნაყოფობის მკურნალობა სრულად არ ფინანსდებოდეს - გიორგი კავკასიძე

BM.GE24 ნოემბერი, 2026, 22:38|bm.ge

რეპროდუქტოლოგი გიორგი კავკასიძე „საქმის კურსთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში ინ ვიტრო მკურნალობა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან. მისი თქმით, მაგალითად, ისრაელში მცდელობების რაოდენობა შეუზღუდავია მეორე ბავშვის გაჩენამდე. საქართველოს მძიმე დემოგრაფიული ფონის გათვალისწინებით კავკასიძე მიიჩნევს, რომ ამ სერვისის დაფინანსება სახელმწიფოს არსებობის შენარჩუნების საკითხია.

დღეს საქართველოში მხოლოდ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამების ფარგლებში მოქმედებს სპეციალური ქვეპროგრამა, რომელიც უშვილო წყვილებისთვის ინ ვიტრო განაყოფიერებას აფინანსებს. თითოეულ ბენეფიციარ წყვილს შეზღუდული რაოდენობის მცდელობა უფინანსდება.

“ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში მე არ ვიცი ქვეყანა, სადაც ინ ვიტრო მეთოდით უნაყოფობის მკურნალობა არ ფინანსდებოდეს სრულად. ყველაზე საინტერესოა ისრაელის მაგალითი. ისრაელში ინ ვიტრო განაყოფიერებით უნაყოფობის მკურნალობა შეუზღუდავია მცდელობების მიხედვით, სანამ მეორე ბავშვი არ გაჩნდება. ეს შეიძლება იყოს 5 პროცედურა, შეიძლება იყოს 10, შეიძლება იყოს 25, რადგან ისრაელი ზრუნავს თავის დემოგრაფიაზე.

საქართველოს დემოგრაფიას თუ გავითვალისწინებთ, სადაც სიკვდილიანობა აჭარბებს შობადობას, ეს იქნება არა მხოლოდ დახმარება უნაყოფო მშობლებისთვის, არამედ სახელმწიფოსთვის მისი არსებობის შენარჩუნების დახმარება”,-აცხადებს "საქმის კურსთან" ინტერვიუში კავკასიძე.

ის ასევე ეხმაურება მთავრობის ინიციატივას სუროგაციის აკრძალვასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ აკრძალვა გამოსავალი არ არის. როგორც მან განმარტა, აუცილებელია კორუფციის აღმოფხვრა და განვითარებული ქვეყნების, მაგ. დიდი ბრიტანეთის საკანონმდებლო მოდელების გადმოღება, რაც გამორიცხავს სუროგაციის კომერციალიზაციას. მისი შეფასებით,აკრძალვა სერვისის შავ ბაზარზე გადასვლას, დოკუმენტაციის გაყალბებას და მომსახურების ღირებულების 2-3-ჯერ ზრდას გამოიწვევს. ამასთან, კლინიკები და სააგენტოები გადაინაცვლებენ მეზობელ ქვეყნებში, მაგალითად, სომხეთში, სადაც სუროგაცია ლეგალურია.

“საუბარი იმაზე, რომ საქართველოში ეს არ დარეგულირდება, მიუთითებს, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას ამის არც სურვილი და არც უნარი აქვს”,-აცხადებს რეპროდუქტოლოგი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ანაკლიის პორტზე ტალღმჭრელის მშენებლობა მიმდინარეობს, რკინიგზაზე ტენდერი გამოცხადდა - თამარ იოსელიანი

ანაკლიის პორტზე ტალღმჭრელის მშენებლობა მიმდინარეობს, რკინიგზაზე ტენდერი გამოცხადდა - თამარ იოსელიანი

BM.GE

"სანტეს" და "President"-ის ბრენდის მფლობელი "ლაქტალისის" შემოსავალი ₾248 მილიონამდე გაიზარდა

"სანტეს" და "President"-ის ბრენდის მფლობელი "ლაქტალისის" შემოსავალი ₾248 მილიონამდე გაიზარდა

BM.GE

დანია 2027 წლიდან სკოლებში მობილური ტელეფონების საყოველთაო აკრძალვას გეგმავს

დანია 2027 წლიდან სკოლებში მობილური ტელეფონების საყოველთაო აკრძალვას გეგმავს

BM.GE

საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები Black Friday-ისთვის

საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები Black Friday-ისთვის

BM.GE