მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "სანტეს" და "President"-ის ბრენდის მფლობელი "ლაქტალისის" შემოსავალი ₾248 მილიონამდე გაიზარდა
"სანტეს" და "President"-ის ბრენდის მფლობელი "ლაქტალისის" შემოსავალი ₾248 მილიონამდე გაიზარდა

"სანტეს" და "President"-ის ბრენდის მფლობელი "ლაქტალისის" შემოსავალი ₾248 მილიონამდე გაიზარდა

BM.GE24 ნოემბერი, 2026, 22:49|bm.ge

ფრანგული რძის პროდუქტების მწარმოებელი ჯგუფის, „ლაქტალისის“ ქართული კომპანიის, შპს „ლაქტალის ჯორჯიას“ შემოსავალი 2025 წელს 9.5%-ით გაიზარდა და 248.1 მილიონ ლარს მიაღწია. მიუხედავად გაყიდვების ზრდისა, კომპანიამ წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლები მოგება მიიღო. აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, „ლაქტალის ჯორჯიას“ წმინდა მოგებამ 10.8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე 41%-ით ნაკლებია. კომპანია საქართველოში წარმოადგენს რძის პროდუქტების უმსხვილეს ჯგუფს, რადგან ის ახორციელებს როგორც პროდუქციის იმპორტს, ასევე ქვეყანაში ფლობს უმსხვილეს რძის გადამამუშავებელ კომპანია "სანტეს".

"ლაქტალისის" ფინანსური ანგარიშის თანახმად, შემოსავლების ზრდას ხარჯების უფრო სწრაფი მატება ახლდა. კერძოდ, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება წლიურად 16.3%-ით გაიზარდა და 185.2 მილიონი ლარი შეადგინა. შედეგად, კომპანიის საერთო მოგება 6.5%-ით შემცირდა და 62.9 მილიონ ლარამდე ჩამოვიდა. საერთო მოგების მარჟა 29.7%-დან 25.4%-მდე შემცირდა.

უფრო მკვეთრად გაუარესდა წმინდა მომგებიანობა: თუ 2024 წელს კომპანიას ყოველ 100 ლარ შემოსავალზე 8.1 ლარის წმინდა მოგება რჩებოდა, 2025 წელს ეს მაჩვენებელი 4.3 ლარამდე შემცირდა. საოპერაციო მოგება კი 19 მილიონი ლარიდან 9.9 მილიონ ლარამდე დაეცა.

„ლაქტალის ჯორჯია“ საქართველოში როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო რძის პროდუქტების ბრენდების დისტრიბუციას ახორციელებს. მის პორტფოლიოშია „სანტე“, „სანტინო“, „სანტისიმო“, President, Parmalat, Galbani, Leerdammer, Santal და Nesquik.

რომელი პროდუქციის გაყიდვებიდან იღებს „ლაქტალისი“ ყველაზე მეტ შემოსავალს?

კომპანიის შემოსავლების ძირითადი ნაწილი კარაქისა და ყველის რეალიზაციაზე მოდის. 2025 წელს კარაქის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი 82.3 მილიონი ლარი იყო, რაც კომპანიის მთლიანი შემოსავლის 33.2%-ს შეადგენს. ყველის რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა კი 65.7 მილიონი ლარი შეადგინა, ანუ მთლიანი შემოსავლის 26.5%. ამგვარად, მხოლოდ ამ ორ კატეგორიაზე კომპანიის შემოსავლების თითქმის 60% მოდის.

პროდუქციის კატეგორია შემოსავალი გაყიდვების წლიური ცვლილება მარჟა - რეალიზაციის შემოსავალი შეფარდებული თვითღირებულებასთან კარაქი ₾82.33 მლნ 22.1% 29.60% ყველი ₾65.74 მლნ 6.7% 41.30% ნაღები ₾35.94 მლნ 9.8% 14.20% რძემჟავა პროდუქტები ₾32.04 მლნ -0.1% 13.70% რძე ₾23.14 მლნ 7.5% -4.00% სპრედი ₾3.90 მლნ 0.3% 42.10% ხორცპროდუქტები ₾2.92 მლნ -46.7% 32.60% წვენები ₾2.12 მლნ 17.0% 11.20% ჯამი ₾248.13 მლნ 9.5% 25.40%

ყველაზე მაღალი წლიური ზრდა კარაქის კატეგორიაში დაფიქსირდა. ამ მიმართულებით შემოსავალი 22.1%-ით გაიზარდა, თუმცა თვითღირებულება გაცილებით სწრაფად, 40.5%-ით მოიმატა. შედეგად, კარაქის საერთო მოგების მარჟა 38.8%-დან 29.6%-მდე შემცირდა.

შემოსავლების მიხედვით მესამე ადგილზე ნაღებია, საიდანაც კომპანიამ 35.9 მილიონი ლარი მიიღო. ამ კატეგორიაში შემოსავალი 9.8%-ით გაიზარდა, თუმცა თვითღირებულების 19.1%-იანი მატების გამო საერთო მოგების მარჟა 20.9%-დან 14.2%-მდე შემცირდა.

ყველაზე მკვეთრი კლება ხორცპროდუქტების გაყიდვებში დაფიქსირდა. ამ კატეგორიიდან მიღებული შემოსავალი 46.7%-ით შემცირდა და 2.9 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, რძემჟავა პროდუქტების რეალიზაცია პრაქტიკულად უცვლელი დარჩა.

კატეგორიების მომგებიანობის მხრივ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ყველის მიმართულებას აქვს. 2025 წელს ამ პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებულმა საერთო მოგებამ 27.2 მილიონი ლარი შეადგინა, რაც „ლაქტალის ჯორჯიას“ მთლიანი საერთო მოგების 43.2%-ია. ყველის საერთო მოგების მარჟა 41.3%-ს შეადგენდა.

2025 წლის შედეგებზე გავლენა რძის ინდუსტრიაში განვითარებულმა კრიზისმაც იქონია

კომპანიის მმართველობით ანგარიშგებაში აღნიშნულია, რომ 2025 წლის აპრილში რძის ინდუსტრიაში განვითარებულმა მედია კრიზისმა ქართულ წარმოებაზე მოთხოვნა შეამცირა, იმპორტირებულ ბრენდებზე კი მოთხოვნა გაზარდა. ანგარიშის მიხედვით, ეს ცვლილება წლის ბოლომდე გაგრძელდა.

აღნიშნული გარემოება მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებითაც, რომ „ლაქტალის ჯორჯიას“ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაში იმპორტირებული ნაწარმის წილი გაიზარდა. 2025 წელს იმპორტირებული და სხვა პროდუქციის თვითღირებულებამ 90 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 28.5%-იანი ზრდაა. ადგილობრივი წარმოების პროდუქციის თვითღირებულება კი 6.7%-ით, 95.2 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია სავაჭრო ქსელებისთვის დათმობილი რეტრობონუსები. ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2025 წელს მათი მოცულობა 75.4 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 19.3%-ით მეტია. ეს თანხა შემოსავალთან არის გაქვითული და შესაბამისად, კომპანიის მიერ წარმოდგენილი 248.1 მილიონი ლარი უკვე რეტრობონუსების გამოკლების შემდეგ მიღებული წმინდა შემოსავალია.

მიუხედავად წმინდა მოგების შემცირებისა, კომპანიამ შეინარჩუნა მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები. 2025 წლის ბოლოს მისი აქტივები 95.65 მილიონ ლარს, საკუთარი კაპიტალი კი 49.07 მილიონ ლარს შეადგენდა. წლის განმავლობაში ძირითად საშუალებებში 4.88 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო დივიდენდის სახით 3 მილიონი ლარი გაიცა.

საბოლოოდ, „ლაქტალის ჯორჯიის“ 2025 წლის ფინანსური შედეგები აჩვენებს, რომ გაყიდვების ზრდა კომპანიის მოგების ზრდაში არ ასახულა. პირიქით, თვითღირებულებისა და საოპერაციო ხარჯების მატების ფონზე წმინდა მოგება მნიშვნელოვნად შემცირდა, წმინდა მოგების მარჟა კი თითქმის განახევრდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მილიონის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 139 სტატია.

  • გამჭვირვალობა: პატიმრების კვებაზე 152.4 მილიონის კონტრაქტი გაუფორმეს გამოუცდელ კომპანიასფორმულა
  • შსს და პროკურატურა 225 ახალი ჰიბრიდული ავტომობილის შესყიდვას ₾12.7 მილიონად გეგმავენტვ პირველი
  • მერი არ არის გამომძიებელი — კახა კალაძე 41 მილიონის მითვისების საქმეზენეტგაზეთი
  • არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ფერმერებმა 2,6 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს​რუსთავი 2
მილიონის →

მსგავსი სტატიები

ანაკლიის პორტზე ტალღმჭრელის მშენებლობა მიმდინარეობს, რკინიგზაზე ტენდერი გამოცხადდა - თამარ იოსელიანი

ანაკლიის პორტზე ტალღმჭრელის მშენებლობა მიმდინარეობს, რკინიგზაზე ტენდერი გამოცხადდა - თამარ იოსელიანი

BM.GE

„არ ვიცი ქვეყანა, სადაც ინ ვიტრო მეთოდით უნაყოფობის მკურნალობა სრულად არ ფინანსდებოდეს - გიორგი კავკასიძე

„არ ვიცი ქვეყანა, სადაც ინ ვიტრო მეთოდით უნაყოფობის მკურნალობა სრულად არ ფინანსდებოდეს - გიორგი კავკასიძე

BM.GE

დანია 2027 წლიდან სკოლებში მობილური ტელეფონების საყოველთაო აკრძალვას გეგმავს

დანია 2027 წლიდან სკოლებში მობილური ტელეფონების საყოველთაო აკრძალვას გეგმავს

BM.GE

საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები Black Friday-ისთვის

საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები Black Friday-ისთვის

BM.GE