მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. არაბთა გაერთიანებული საამიროები OPEC-ს ტოვებს
არაბთა გაერთიანებული საამიროები OPEC-ს ტოვებს

არაბთა გაერთიანებული საამიროები OPEC-ს ტოვებს

BM.GE28 აპრილი, 2026, 21:03|bm.ge

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა OPEC-ისა და OPEC+-ის ალიანსების დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყანა ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების ორგანიზაციებს ოფიციალურად 1 მაისს გამოეყოფა.

ქვეყნის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ორგანიზაციის დატოვება ინვესტორებისა და პარტნიორების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას უფრო ეფექტურს გახდის.

სახელმწიფოს ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო Wam-ის ინფორმაციით, ეს ნაბიჯი ქვეყანაში წარმოების პოლიტიკისა და სამომავლო შესაძლებლობების კომპლექსურ გადახედვას ეფუძნება. აღსანიშნავია, რომ საამიროები ამ ფორმით მიზნად ბაზრის დინამიკაზე რეაგირების მოქნილობის გაზრდას ისახავს.

როგორც ცნობილია, ქვეყნის ეკონომიკური სტრატეგია ნავთობის მოპოვების გაზრდასთან ერთად დივერსიფიკაციასაც ემყარება. ამჟამად არაბთა გაერთიანებული საამიროების არასანავთობო სექტორზე მთლიანი შიდა პროდუქტის 75% მოდის.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ნავთობის დღიური მოპოვების 3.4 მილიონი ბარელიდან 5 მილიონამდე გაზრდას 2027 წლისთვის გეგმავს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ გადაწყვეტილება გლობალურ ენერგობაზარზე არსებული რთული ვითარების ფონზე გახდა ცნობილი. როგორც ცნობილია, ირანში მიმდინარე ომის გამო, მარტში OPEC-ის წარმოება 27%-ით შემცირდა და დღეში 20.79 მილიონი ბარელი შეადგინა. არსებული ინფორმაციით, საამიროები ბაზარზე სტაბილურობის შენარჩუნებაში წვლილის შეტანას დამოუკიდებლად გააგრძელებს.

ცნობისთვის, არაბთა გაერთიანებული საამიროები OPEC-ს 1967 წელს შეუერთდა. ორგანიზაცია მსოფლიო ნავთობის 30%-ს აკონტროლებს. აღსანიშნავია, რომ საამიროები საუდის არაბეთთან და ქუვეითთან ერთად ალიანსის მართვის პროცესში ცენტრალურ როლს ასრულებდა. აქვე შეგახსენებთ, რომ OPEC-ი და OPEC+ ჯერ კიდევ 2019 წელს კატარმა დატოვა. მაშინ ხელისუფლებამ მიზეზად ბუნებრივი აირის წარმოებაზე ფოკუსირების სურვილი დასახელდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE