
არაგვის ხიდზე სამუშაოები დასრულებულია - მოძრაობა ორივე ზოლზე აღდგენილია | საავტომობილო გზების დეპარტამენტი
არაგვის ხიდზე სამუშაოები დასრულებულია და მოძრაობა ორივე ზოლზე აღდგენილია - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
"საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა, თბილისის მიმართულება), ხიდის სავალი ნაწილის ფილა 20 ივნისს დაზიანდა. დაზიანებული ფილის აღდგენის სამუშაოები დაგეგმილზე ადრე დასრულდა და ამ ეტაპზე, ორივე სამოძრაო ზოლზე მოძრაობა აღდგენილია.
აღსანიშნავია, რომ ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობის გამო, მდინარე არაგვზე არსებული ხიდის სრული რეაბილიტაცია ვერ ხერხდება, რის გამოც პერიოდულად ტარდება აუცილებელი აღდგენითი სამუშაოები. ამასთან, არსებული ხიდის პარალელურად ახალი ხიდის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რომლის ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წელს არის დაგეგმილი.
ახალი ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებასა და გამტარუნარიანობას", - აღნიშნულია პრესრელიზში.
BM.GE
წყარო: bm.ge