მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „არალი“ წიაღისეული მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლდა|რა ვალდებულება აქვს კომპანიას?
„არალი“ წიაღისეული მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლდა|რა ვალდებულება აქვს კომპანიას?

„არალი“ წიაღისეული მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლდა|რა ვალდებულება აქვს კომპანიას?

BM.GE1 ოქტომბერი, 2026, 03:08|bm.ge

მთავრობამ კომპანია „არალი“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გაათავისუფლა. 2228-ე განკარგულების მიხედვით, კომპანიამ მოპოვებული წიაღისეული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების შეუფერხებლად განხორციელებისთვის უნდა გამოიყენოს, რომელიც გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის დროს, 2016 წლის 15 აპრილის 655-ე განკარგულებითაა გათვალისწინებული.

„არალის“ უფლება მიეცა ხულოს მუნიციპალიტეტში, საციხურის ადმინისტრაციულ ერთეულში (მდ. აჭარისწყლის აუზში), 13 750 მ³ ანდეზიტის ლოდნარი 3 თვის განმავლობაში ულიცენზიოდ მოიპოვოს. განკარგულების გამოქვეყნებიდან 1 თვეში კომპანიამ ბიუჯეტში 41 250 ლარი უნდა გადაიხადოს და მოპოვების ვადის გასვლიდან 2 კვირაში მოპოვებული რესურსის ოდენობების შესახებ ინფორმაცია სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს წარუდგინოს.

10 წლის წინანდელი განკარგულებით შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იყო გაწერილი:

• აგარა-ზემო ოსიაურის გზის მშენებლობა • ზემო ოსიაური-ჩუმათელეთი გზის მშენებლობა • სამტრედია-გრიგოლეთი ლოტი I გზის მშენებლობა • სამტრედია-გრიგოლეთი ლოტი II გზის მშენებლობა • სამტრედია-გრიგოლეთი ლოტი III გზის მშენებლობა • სამტრედია-გრიგოლეთი ლოტი IV გზის მშენებლობა • ქობულეთის შემოვლითი გზა ლოტი II გზის მშენებლობა • ბაკურციხე-გურჯაანი (გურჯაანის შემოვლითი გზა) გზის მშენებლობა • ზესტაფონი-სამტრედია ლოტი III გზის მშენებლობა • თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მე-2 მონაკვეთის მოდერნიზაცია • ქალაქ ბათუმის სანაპირო ზოლის გამაგრება

დაგეგმილი პროექტები

• ჩუმათელეთი-ხევი (F1) გზის მშენებლობა • ხევი-არგვეთა (F2+F3+F4) გზის მშენებლობა • გრიგოლეთი-ჩოლოქი გზის მშენებლობა • გრიგოლეთი-ფოთი გზის მშენებლობა • ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა • ხულო-ზარზმა გზის რეკონსტრუქცია • ჩუმათელეთი-ხარაგაული გზის რეკონსტრუქცია • ბათუმი(ჭოროხი)-სარფი გზის მშენებლობა • ნატახტარი-ლარსი გზის რეკონსტრუქცია - მშენებლობა • თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა • რუსთავი-წითელი ხიდი გზის მშენებლობა • თბილისი-მარნეული-სადახლოს გზის მშენებლობა • თბილისი-საგარეჯო-ბაკურციხე გზის მშენებლობა • ბაკურციხე-წნორის გზის მშენებლობა • წნორი-ლაგოდეხის გზის მშენებლობა • გურჯაანი (ჩუმლაყი)-თელავის შემოვლითი გზის მშენებლობა • საირმე-აბასთუმანის გზის რეკონსტრუქცია • საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა • ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობა • ქუთაისის შემოვლითი გზის მეორე ზოლის მშენებლობა • ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზის მშენებლობა • სამტრედია-განმუხურის გზის მშენებლობა

ცნობისთვის, კომპანია „არალი“ 2004 წელს არის დაფუძნებული. მისი 25-25%-იანი წილების მფლობელები არიან დემეტრე თათეშვილი, რომელიც ასევე დირექტორია; მარგალიტა თათეშვილი, ეკა თათეშვილი, ბექა თათეშვილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი ამჯერადაც არ გაიყიდა - აუქციონები არ შედგა

წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი ამჯერადაც არ გაიყიდა - აუქციონები არ შედგა

BM.GE

ელექტრომობილი საჭისა და პედლების გარეშე - რა ეღირება Tesla-ს Cybercab?

ელექტრომობილი საჭისა და პედლების გარეშე - რა ეღირება Tesla-ს Cybercab?

BM.GE

შუა დერეფანი, შავი ზღვის კაბელი და მონაცემთა ინფრასტრუქტურა - ბრიტანეთის ელჩის ხედვა

შუა დერეფანი, შავი ზღვის კაბელი და მონაცემთა ინფრასტრუქტურა - ბრიტანეთის ელჩის ხედვა

BM.GE

ვაჭრობამ $2.5 მილიარდს გადააჭარბა | როგორია საქართველო-თურქეთის ეკონომიკური კავშირები?

ვაჭრობამ $2.5 მილიარდს გადააჭარბა | როგორია საქართველო-თურქეთის ეკონომიკური კავშირები?

BM.GE