მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები პოზიტიური ზრდის ტემპს დაუბრუნდა|თიბისი კაპიტალი
არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები პოზიტიური ზრდის ტემპს დაუბრუნდა|თიბისი კაპიტალი

არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები პოზიტიური ზრდის ტემპს დაუბრუნდა|თიბისი კაპიტალი

BM.GE2 ივლისი, 2026, 15:27|bm.ge

2026 წლის მაისში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები პოზიტიური ზრდის ტემპს დაუბრუნდა ყველა შერჩეულ რეგიონში. ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" პუბლიკაციაშია აღნიშნული.

"თიბისი კაპიტალის" ტურიზმის პულსი თვალს ადევნებს არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯებს სასტუმროებსა და რესტორნებში საქართველოს ძირითად ტურისტულ რეგიონებში. ზრდის ტემპები გამოთვლილია თიბისი ბანკის არხებით POS და ელ. კომერციის ხარჯვაზე დაყრდნობით და შესაძლოა განსხვავდებოდეს ჯამური ბაზრის დინამიკისგან უნაღდო დანახარჯების წილის და თიბისი ბანკის საბაზრო წილის ცვლილების გამო.

მაისში არარეზიდენტების ჯამური უნაღდო დანახარჯების წლიური ზრდა შედარებით სუსტი აპრილის შემდეგ აღდგა და 30%-ს გაუტოლდა, ხოლო უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა წლიურ ჭრილში 32%-ით გაიზარდა.

ტურიზმის პულსი აჩვენებს, რომ თბილისში მაისის მაჩვენებლები ზომიერად აღდგა, სასტუმროებსა და რესტორნებში პოზიტიური წლიური ზრდის ტემპი დაფიქსირდა, ხოლო სასტუმროებში გაზრდილ დანახარჯებს თან ახლდა საშუალო დანახარჯის ზრდაც. სასტუმროებსა და რესტორნებში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯების წლიური ზრდა, შესაბამისად, 24% და 38%-ს გაუტოლდა.

აჭარაში მაისში დაფიქსირებული აღდგენა მეტწილად სასტუმროებით იყო განპირობებული. წლიური ზრდა ორივე ხარჯვით კატეგორიაში დადებითია, თუმცა რესტორნებში აღნიშნული მაჩვენებელი შედარებით ზომიერია. არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები სასტუმროებში 38%-ით, ხოლო რესტორნებში 13%-ით გაიზარდა. ამასთანავე, ტრანზაქციის საშუალო მოცულობა ორივე კატეგორიაში შემცირდა წინა წელთან შედარებით.

კახეთში რესტორნებში უნაღდო დანახარჯები შერჩეულ რეგიონებს შორის ყველაზე მეტად გაიზარდა. მაისში სასტუმროებში დანახარჯებიც აღდგა, თუმცა ტრანზაქციის საშუალო მოცულობის შემცირება მიუთითებს, რომ ზრდა მეტწილად ტრანზაქციების რაოდენობამ განსაზღვრა. უნაღდო დანახარჯები სასტუმროებში წლიურად 23%-ით გაიზარდა, ხოლო რესტორნებში უნაღდო დანახარჯებში 43%-იანი ზრდა დაფიქსირდა. მაისის დადებითი სიგნალი ქმნის მოლოდინს, რომ ზაფხულის სეზონზე წლიური ზრდა პოზიტიურ ნიშნულზე შენარჩუნდება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

19 ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობისთვის 95.7 მილიონი ლარის ტენდერები გამოცხადდა

19 ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობისთვის 95.7 მილიონი ლარის ტენდერები გამოცხადდა

BM.GE

ქართულმა დაბალბიუჯეტურმა OneClick Airways-მა თელ-ავივი-ბათუმის მიმართულებით ფრენა დაიწყო

ქართულმა დაბალბიუჯეტურმა OneClick Airways-მა თელ-ავივი-ბათუმის მიმართულებით ფრენა დაიწყო

BM.GE

"ალჟირში ექსპორტი დავიწყეთ, მოწონება დაიმსახურა ქართულმა ცხვარმა" - მ.კ.გ ჯგუფი

"ალჟირში ექსპორტი დავიწყეთ, მოწონება დაიმსახურა ქართულმა ცხვარმა" - მ.კ.გ ჯგუფი

BM.GE

ევროზონაში ინფლაცია 2.8%-მდე შემცირდა

ევროზონაში ინფლაცია 2.8%-მდე შემცირდა

BM.GE