მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ინდოეთში ექსპორტი გაორმაგებულია | რას ვყიდით/ვყიდულობთ?
ინდოეთში ექსპორტი გაორმაგებულია | რას ვყიდით/ვყიდულობთ?

ინდოეთში ექსპორტი გაორმაგებულია | რას ვყიდით/ვყიდულობთ?

BM.GE16 აგვისტო, 2026, 22:41|bm.ge

ინდოეთთან ვაჭრობა შემცირდა. თუმცა, ექსპორტი გაზრდილია.

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოსა და ინდოეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 63,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 69,6 მლნ აშშ დოლარი იყო.

ბრუნვის უმეტესობა იმპორტზე მოდის, რომელმაც წელს, პირველ ნახევარში 50,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, გასულ წელთან შედარებით (62,8 მლნ აშშ დოლარი) ეს მაჩვენებელი შემცირებულია. ცნობისთვის, იმპორტის კლება წელს სამკურნალო საშუალებების იმპორტის შემცირებამ გამოიწვია.

სამაგიეროდ გაზრდილია ექსპორტი, უფრო მეტიც ეს მაჩვენებელი გაორმაგებულია. კერძოდ, წელს ინდოეთში ექსპორტი 13 მლნ აშშ დოლარი იყო, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 6,7 მლნ აშშ დოლარი. ინდოეთში ექსპორტის გაორმაგება სასუქების ექსპორტის მნიშვნელოვანმა ზრდამ განაპირობა. აღნიშნული საქონელია სწორედ მთავარი საექსპორტო პროდუქტი აზიის ამ ქვეყანაში.

წელს, TOP-10 საექსპორტო საქონელი ინდოეთში შემდეგია:

• სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 9,2 მლნ აშშ დოლარი • ნარჩენები და ჯართი სპილენძისა - 939 400 აშშ დოლარი • ნარჩენები და ჯართი ალუმინისა - 778 900 აშშ დოლარი • ტყვია დაუმუშავებელი - 712 200 აშშ დოლარი • ნარჩენები და ჯართი შავი ლითონებისა - 514 700 აშშ დოლარი • გოგირდი ყველა სახისა, სუბლიმირებული, დალექილი ან კოლოიდური გოგირდის გარდა - 213 700 აშშ დოლარი • თხილი და სხვა კაკალი - 207 400 აშშ დოლარი • ნარჩენები და ჯართი თუთიისა - 141 300 აშშ დოლარი • მოლუსკები და წყლის სხვა უხერხემლოები - 102 600 აშშ დოლარი • მცენარეები პარფიუმერიის, ფარმაცევტული და ანალოგიური მიზნებისათვის - 95 000 აშშ დოლარი

TOP-10 საიმპორტო საქონელი ინდოეთიდან კი შემდეგია:

• სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 9 მლნ აშშ დოლარი • ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 3,07 მლნ აშშ დოლარი • მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან და მათი ნაწილები - 3,03 მლნ აშშ დოლარი • დაგრეხილი მავთული, გვარლები, ზონრები და ანალოგიური ნაწარმი ალუმინისაგან - 2,2 მლნ აშშ დოლარი • ბრინჯი - 2 მლნ აშშ დოლარი • ჰიდროტურბინები, წყლის ბორბლები და მათი რეგულატორები - 1,6 მლნ აშშ დოლარი • მოტოციკლები და ველოსიპედები, ეტლით ან მის გარეშე; ეტლები - 1,4 მლნ აშშ დოლარი • კიბოსნაირნი - 1,28 მლნ აშშ დოლარი • სამარჯვები ორთოპედიული; სხეულის ხელოვნური ნაწილები - 1,27 მლნ აშშ დოლარი • არაქისი - 1,1 მლნ აშშ დოლარი

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია

„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია

BM.GE

თბილისში 38 სკოლის მოსწავლეები უფასო ტრანსპორტირებით იქნებიან უზრუნველყოფილი - სია და განრიგი

თბილისში 38 სკოლის მოსწავლეები უფასო ტრანსპორტირებით იქნებიან უზრუნველყოფილი - სია და განრიგი

BM.GE

ნავთობის ფასი ბარელზე 88 დოლარამდე გაიზარდა

ნავთობის ფასი ბარელზე 88 დოლარამდე გაიზარდა

BM.GE

"გადასახური მასალა 3 თვე სპეციალურად გელათისთვის გერმანიაში იქსოვებოდა" - დროებითი კომიტეტის განცხადება

"გადასახური მასალა 3 თვე სპეციალურად გელათისთვის გერმანიაში იქსოვებოდა" - დროებითი კომიტეტის განცხადება

BM.GE