მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. არასაირიგაციო წყლის ტარიფს სემეკის ნაცვლად მთავრობა დაადგენს | კანონპროექტი
არასაირიგაციო წყლის ტარიფს სემეკის ნაცვლად მთავრობა დაადგენს | კანონპროექტი

არასაირიგაციო წყლის ტარიფს სემეკის ნაცვლად მთავრობა დაადგენს | კანონპროექტი

BM.GE3 ნოემბერი, 2026, 15:47|bm.ge

არასაირიგაციო მიზნობრიობით წყლის გამოყენებაზე ტარიფს სემეკის ნაცვლად მთავრობა დაადგენს. ამას ითვალისწინებს „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა. კანონპროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა.

საქართველოს მელიორაცია 2023 წლიდან ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) რეგულირების ფარგლებშია მოქცეული. არსებული რეგულირების მოდელი მოიცავს როგორც პროფილური (საირიგაციო) წყალმომხმარებლებისთვის წყლის მიწოდებას, ისე არაპროფილური (არასაირიგაციო) წყალმომხმარებლებისთვის წყლის მიწოდებას მათ შორის, აკვაკულტურის, ჰიდროენერგეტიკული და ტექნიკური მიზნებისთვის.

კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, რომ მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო განსხვავებული დანიშნულებისა და სპეციფიკის მქონე წყალმომხმარებლებისთვის ერთიან მარეგულირებელ რეჟიმს ითვალისწინებს და არ ქმნის არაპროფილური წყალმომხმარებლების საქმიანობის თავისებურებებზე მორგებული განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმის გამოყენების შესაძლებლობას.

"შესაბამისად, აუცილებელია პროფილური და არაპროფილური მიმართულებების სამართლებრივი რეჟიმების გამიჯვნა და მათი სპეციფიკის შესაბამისი რეგულირების ჩამოყალიბება.

ეროვნული კომისიის რეგულირების სფეროში რჩება პირველადი წყალმოსარგებლის მიერ პროფილური წყალმომხმარებლებისთვის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ურთიერთობები და შესაბამისი სატარიფო რეგულირება, ხოლო არაპროფილური წყალმომხმარებლებისთვის, მათ შორის, აკვაკულტურის, ჰიდროენერგეტიკული და ტექნიკური მიზნებისთვის წყლის მიწოდება გამოეყოფა აღნიშნულ მარეგულირებელ რეჟიმს", - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

არაპროფილური წყალმომხმარებლები არიან: ჰესები, ტბორები და საწარმოები, რომლებიც ტექნიკურ წყალს მოიხმარენ. განმარტებითი ბარათის მიხედვით, დღეისათვის შპს საქართველოს მელიორაციას არაპროფილური წყალმომხმარებლებისგან წლიურად შემოსავალი დაახლოებით 4 მლნ ლარი აქვს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შემდეგში შემოსავალი დამოკიდებული იქნება იმ ტარიფზე, რასაც მთავრობა დაადგენს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 120 სტატია.

  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდარუსთავი 2
  • "სოლიდარობა მიუსაფარ ცხოველებს" - მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობსტვ პირველი
  • თელ-ავივში ათიათასობით ადამიანი ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ აქციაზე გამოვიდაფორმულა
  • მთავრობამ დავა წააგო სტრასბურგში იმის გამო, რომ გავრილოვის ღამის ერთი ეპიზოდის გამოძიება გააჭიანურანეტგაზეთი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

სებ-ი მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ბანკების შვილობილებზე ლიცენზიებს გამარტივებულად გასცემს | კანონპროექტი

სებ-ი მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ბანკების შვილობილებზე ლიცენზიებს გამარტივებულად გასცემს | კანონპროექტი

BM.GE

არჩევნების შეჯამების ვადები მცირდება - რა ცვლილებები იგეგმება "საარჩევნო კოდექსში"?

არჩევნების შეჯამების ვადები მცირდება - რა ცვლილებები იგეგმება "საარჩევნო კოდექსში"?

BM.GE

ინფლაციის მატების ფონზე, TBC Capital-ში დეკემბერში რეფინანსირების განაკვეთის 8.5%-მდე ზრდას ელიან

ინფლაციის მატების ფონზე, TBC Capital-ში დეკემბერში რეფინანსირების განაკვეთის 8.5%-მდე ზრდას ელიან

BM.GE