მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Arena Sports Bar-ის ახალი სეზონი გაიხსნა - ადგილი, სადაც სპორტის სიყვარული ყველას აერთიანებს
Arena Sports Bar-ის ახალი სეზონი გაიხსნა - ადგილი, სადაც სპორტის სიყვარული ყველას აერთიანებს

Arena Sports Bar-ის ახალი სეზონი გაიხსნა - ადგილი, სადაც სპორტის სიყვარული ყველას აერთიანებს

BM.GE17 სექტემბერი, 2026, 17:09|bm.ge

სპორტის გულშემატკივრებისთვის ახალი სეზონი Arena Sports Bar-ში ოფიციალურად დაიწყო. ახალი სეზონის გახსნასთან ერთად, სივრცე კვლავ უმასპინძლებს სპორტის ყველაზე მნიშვნელოვან და ემოციურ მოვლენებს და გულშემატკივრებს მისცემს შესაძლებლობას, მატჩები მეგობრებთან ერთად,განსაკუთრებულ გარემოში და უმაღლესი ხარისხის გამოცდილებით იხილონ.

Arena Sports Bar შეიქმნა მათთვის, ვისთვისაც სპორტული მატჩის ყურება მხოლოდ თამაშის ყურებას არ ნიშნავს. ეს არის ემოციების გაზიარება, მეგობრებთან ერთად დროის გატარება, ახალი ნაცნობების შეძენა და იმ განსაკუთრებული მუხტის განცდა, რომელსაც მხოლოდ გულშემატკივრობა ქმნის.

ახალი სეზონის განმავლობაში Arena Sports Bar-ში ფეხბურთის, კალათბურთის, რაგბის, UFC-ისა და Formula 1-ის მნიშვნელოვანი მოვლენების ყურება იქნება შესაძლებელი. სივრცე აღჭურვილია მაღალი ხარისხის აუდიო-ვიზუალური სისტემით, რომელიც სტუმრებს თამაშის თითოეულ დეტალს მკაფიოგამოსახულებითა და ხარისხიანი ხმით სთავაზობს.

სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ თავად აირჩიონ მათთვის სასურველი გარემო - დიდი ეკრანის ცენტრალური დარბაზი, უფრო მშვიდი ზონა ან კერძო სივრცე მეგობრებთან ერთად თამაშის საყურებლად. ამას ემატება პროფესიონალური და მეგობრული მომსახურება, მრავალფეროვანი მენიუ და ბეთინგის სივრცე, რომელიც სპორტული გამოცდილების კიდევ ერთი ნაწილია.

„ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა ადგილი, სადაც ადამიანი მხოლოდ მატჩის სანახავად არ მოდის. ჩვენთვის სპორტის ყურება მხოლოდ მატჩის ჩვენება არ არის. გვინდა, აქ მოსულმა ადამიანებმა იგრძნონ ის ემოცია, რომელიც გულშემატკივრობას ახლავს Arena Sports Bar არის სივრცე, სადაც სპორტის გარშემო ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან, ემოციებს იზიარებენ და გულშემატკივრობის საკუთარ კულტურას ქმნიან.

ახალი სეზონის დაწყებასთან ერთად ეს ყველაფერი კიდევ უფრო აქტიური ხდება — წინ ბევრი მნიშვნელოვანი მატჩი, დიდი სპორტული მომენტი და, რაც მთავარია, ბევრი საერთო ემოცია გველოდება ახალი სეზონი სწორედ ამ განწყობით იწყება — მეტი სპორტი, მეტი ემოცია და მეტი მიზეზი, რომ ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს საყვარელ გუნდებსა და სპორტსმენებს.“

Arena Sports Bar-ის მთავარი იდეა მარტივია — აქ ყველა გულშემატკივარია და ყველასთვის თანაბრად მნიშვნელოვანია სპორტის სიყვარულით გაერთიანება. ახალი სეზონის განმავლობაში Arena Sports Bar-ში დაგეგმილია სპეციალური სპორტული ღონისძიებები, თემატური აქტივობები, სპორტული ქვიზები და სხვა ღონისძიებები, რომლებიც გულშემატკივრებს საშუალებას მისცემს, საყვარელი სპორტის გარშემო კიდევ უფრო მეტი საერთო ემოცია შექმნან. ჩვენს გვერდზე სულ შეგიძლიათ ნახოთ თამაშის კალენდარი.

Arena Sports Bar — აქ ყველა გულშემატკივარია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

EU-ს ასოცირებული წევრები შესაძლოა ავსტრალია და ახალი ზელანდიაც გახდნენ - რობერტა მეცოლა

EU-ს ასოცირებული წევრები შესაძლოა ავსტრალია და ახალი ზელანდიაც გახდნენ - რობერტა მეცოლა

BM.GE

ჩვენ არ ვუწესებთ ირანს არავითარ სანქციას, არამედ სასანქციო რეჟიმს ვითვალისწინებთ - კობახიძე

ჩვენ არ ვუწესებთ ირანს არავითარ სანქციას, არამედ სასანქციო რეჟიმს ვითვალისწინებთ - კობახიძე

BM.GE

დონალდ ტრამპი EU-ს "სერიოზული ტარიფებითა" და ვაჭრობის შეწყვეტით ემუქრება - მიზეზი კანადისთვის შეთავაზებული ასოცირებული წევრობაა

დონალდ ტრამპი EU-ს "სერიოზული ტარიფებითა" და ვაჭრობის შეწყვეტით ემუქრება - მიზეზი კანადისთვის შეთავაზებული ასოცირებული წევრობაა

BM.GE

გრანტების მართვის სააგენტო წლის ბოლომდე დაიხურება - ირაკლი კობახიძე

გრანტების მართვის სააგენტო წლის ბოლომდე დაიხურება - ირაკლი კობახიძე

BM.GE