მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Armani-ს 15%-იანი წილი L'Oreal-ს, LVMH-სა და EssilorLuxottica-ს შორის გაიყოფა
Armani-ს 15%-იანი წილი L'Oreal-ს, LVMH-სა და EssilorLuxottica-ს შორის გაიყოფა

Armani-ს 15%-იანი წილი L'Oreal-ს, LVMH-სა და EssilorLuxottica-ს შორის გაიყოფა

BM.GE18 მაისი, 2026, 04:51|bm.ge

იტალიური მოდის სახლი Giorgio Armani განიხილავს, რომ დიზაინერის გარდაცვალების შემდეგ 15%-იანი წილი სამ თანაბარ ნაწილად გაყოს. ეს ნაბიჯი პოტენციურად შემოიყვანს იმ სამ მყიდველს, რომლებიც თავად არმანიმ სასურველ აქციონერებად შეარჩია.

ჯორჯო არმანიმ, რომელიც 2025 წლის სექტემბერში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა, კომპანიის სასურველ მყიდველებად ფრანგული ფუფუნების ჯგუფი LVMH და ორი კომერციული პარტნიორი: კოსმეტიკის მწარმოებელი L'Oreal-ი და სათვალეების მწარმოებელი EssilorLuxottica დაასახელა.

დამფუძნებლის ანდერძის თანახმად, ჯგუფის საწყისი 15%-იანი წილის გაყიდვა მისი გარდაცვალებიდან 12-18 თვის განმავლობაში უნდა განხორციელდეს.

იტალიური გაზეთი la Repubblica წერს, რომ Armani-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯუზეპე მარსოჩი ბიზნეს-გეგმას ამზადებს და პარალელურად გაყიდვის პროცესის ზედამხედველობისთვის ორი მრჩევლის დანიშვნას გეგმავს.

ამის შემდეგ მრჩევლები მარსოჩის 5-წლიან ბიზნეს-გეგმას პოტენციურ ინვესტორებს გაუზიარებენ.

პროცესის ოფიციალურად დაწყებამდე, ჯგუფი 15%-იანი წილის სამ ნაწილად გაყოფას განიხილავდა. გაზეთის ცნობით, ეს ხელს შეუწყობდა სამივე მყიდველის ჩართულობის შენარჩუნებას საწყის ეტაპზე.

Armani-ს წარმომადგენელმა ამ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE