მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „არქი ჰორაიზონის“ დიდი ფასდაკლების დღეზე 186 ბინა გაიყიდა
„არქი ჰორაიზონის“ დიდი ფასდაკლების დღეზე 186 ბინა გაიყიდა

„არქი ჰორაიზონის“ დიდი ფასდაკლების დღეზე 186 ბინა გაიყიდა

BM.GE6 ივლისი, 2026, 00:54|bm.ge

საქართველოში #1 დეველოპერულმა კომპანიამ „არქიმ“ მორიგი დიდი ფასდაკლების დღე გამართა. მხოლოდ ერთ დღეში „არქი ჰორაიზონის“ პრემიუმ საცხოვრებელ კომპლექსში 186 ბინა გაიყიდა.

ღონისძიება „არქი გრანდ ავენიუზე“ გაიმართა და განსაკუთრებით დიდი ინტერესი გამოიწვია. მომხმარებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, „არქი ჰორაიზონში“ ბინა შეეძინათ სპეციალურ ფასად, რომელიც მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მოქმედებდა და აღარ განმეორდება.

„არქი ჰორაიზონის“ დიდი ფასდაკლების დღის გაყიდვები სიმბოლურად გონგის ხმაზე გაიხსნა. გაყიდვების დაწყება სტუმრებსა და არქელებს „არქის“ პარტნიორმა ზაზა ფაჩულიამ და კომპანიის დამფუძნებელმა ილია წულაიამ აცნობეს. ღონისძიების ფარგლებში „არქის“ გენერალურმა დირექტორმა შიო ხეცურიანმა სტუმრებს „არქი ჰორაიზონის“ პროექტი დეტალურად გააცნო.

„არქი ჰორაიზონი“ თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ უბანში, ორთაჭალაში მდებარე პრემიუმ საცხოვრებელი კომპლექსია. პროექტი გამოირჩევა პანორამული ხედებით, თანამედროვე არქიტექტურით, მაღალი ხარისხის სამშენებლო სტანდარტებითა და მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურით. კომპლექსში გათვალისწინებულია გარე აუზი, რეკრეაციული ზონა, სპორტული მოედნები, პადელის კორტი, საბავშვო სივრცე, სავარჯიშო დარბაზი, სამეზობლო ლაუნჯი და ავტოსადგომი.

„5 ივლისის დიდმა ფასდაკლების დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რამდენად მაღალია ინტერესი პრემიუმ საცხოვრებელი პროექტების მიმართ. ერთ დღეში 186 ბინის გაყიდვა აჩვენებს, რომ „არქი ჰორაიზონი“ საინტერესოა როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ. მომხმარებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ჯერ კიდევ მშენებლობის ეტაპზე, სპეციალურ ფასად შეეძინათ ბინა პროექტში, რომლის ღირებულების ზრდის პოტენციალიც ძალიან მაღალია“, - განაცხადა „არქის“ გენერალურმა დირექტორმა შიო ხეცურიანმა.

„არქი ჰორაიზონის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა მაღალი ენერგოეფექტურობაა. პროექტის ენერგოეფექტურობის მაჩვენებლები შეაფასა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია ENVIROS-მა, რომელიც Société Générale-ის ჯგუფის წევრია და ენერგოაუდიტისა და მდგრადობის მიმართულებით 30 წელზე მეტი გამოცდილება აქვს.

ENVIROS-ის შეფასებით, „არქი ჰორაიზონი“ ენერგოეფექტურობის მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევა და შესაბამის ევროპულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. პროექტის ენერგოეფექტური დიზაინი მცხოვრებლებს უფრო კომფორტულ და ეკონომიურად ეფექტიან საცხოვრებელ გარემოს სთავაზობს.

აღსანიშნავია, რომ დიდი ფასდაკლების დღე „არქის“ ტრადიციული შეთავაზებაა, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, კომპანიის გამორჩეულ პროექტებში ბინა განსაკუთრებული პირობით შეიძინონ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

BM.GE

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

BM.GE

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

BM.GE

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

BM.GE