მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. არსებობს თუ არა უძრავი ქონების ბაზარზე ჭარბი მიწოდების რისკი? - ზურაბ ერისთავის მოსაზრება
არსებობს თუ არა უძრავი ქონების ბაზარზე ჭარბი მიწოდების რისკი? - ზურაბ ერისთავის მოსაზრება

არსებობს თუ არა უძრავი ქონების ბაზარზე ჭარბი მიწოდების რისკი? - ზურაბ ერისთავის მოსაზრება

BM.GE6 ივლისი, 2026, 13:56|bm.ge

კომპანია RENTALS-ი & Eristavi Estates-ის დამფუძნებელი ზურაბ ერისთავი მიიჩნევს, რომ თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი ჭარბი მიწოდების რისკის წინაშე არ დგას. მისი შეფასებით, გაზრდილ მიწოდებას გაზრდილი მოთხოვნა აბალანსებს.

რაც შეეხება კომერციულ უძრავ ქონებას, კომპანიაში შიშობენ, რომ მომდევნო 3 წლიან პერსპექტივაში ვაკანტურობის კოეფიციენტი გაიზრდება, რაც სავარაუდოდ ბაზარზე ახალი თამაშის წესებს დაადგენს.

„გალტის“ კომერციული უძრავი ქონების ბაზრის კვლევის მიხედვით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ახალი მიწოდების ზრდის ფონზე, ვაკანტურობის მაჩვენებელი შესაძლოა 27%-მდე გაიზარდოს, მაშინ როდესაც დღეს ის დაახლოებით 7–8%-ს შეადგენს. ეს, რა თქმა უნდა, კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ თამაშის წესებს მნიშვნელოვნად შეცვლის.

რაც შეეხება საცხოვრებელ უძრავ ქონებას, აქ იგივე პარალელის გავლება რთულია. მართალია, მიწოდება იზრდება, მაგრამ მოთხოვნაც მაღალია, ამიტომ ბაზარი ამ ეტაპზე ბუნებრივი, ორგანული ტემპით ვითარდება.

ფასების ზრდას საბოლოოდ მოთხოვნა განსაზღვრავს. ხუთი წლის წინ ალბათ ვერავინ იფიქრებდა, რომ ვაკეში ერთი კვადრატული მეტრის ფასი 5 000 დოლარს მიაღწევდა, თუმცა დღეს ეს უკვე რეალობაა. ამიტომ უძრავი ქონების ბაზარზე ფასების დინამიკაზე ყველაზე დიდ გავლენას მოთხოვნა, პოლიტიკური სტაბილურობა, ეკონომიკური გარემო და ეროვნული ვალუტის კურსის პროგნოზირებადობა ახდენს. სწორედ ეს ფაქტორებია ინვესტორებისთვის გადაწყვეტილების მიღებისას ყველაზე მნიშვნელოვანი.“ - განაცხადა გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას ზურაბ ერისთავმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ქონების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 39 სტატია.

  • ქონების წარმომავლობასთან დაკავშირებით კითხვებს ლილუაშვილის მეუღლე უპასუხებსტვ პირველი
  • კირცხალიას თქმით, მუშაობენ ფიზიკური პირების ქონების გადასახადის ზღვრის გაზრდაზეფორმულა
  • ირაკლი კირცხალია: ვიმუშავებთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკურ პირებთან მიმართებით, ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებითრუსთავი 2
  • ირაკლი კირცხალია: ვმუშავებთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკური პირებთან მიმართებით, ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით. უფრო დადებითი კუთხით უნდა გაიზარდოს ეს ზღვარი - ვეტყვი ჩვენს საზოგადოებას, რომ ძალიან აქტიურად მიდის ამასთან დაკავშირებით მუშაობა და ძალიან პოზიტიურად აისახება თითოეულ ჩვენს მოქალაქეზეიმედი
ქონების →

მსგავსი სტატიები

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

BM.GE

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

BM.GE

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

BM.GE

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

BM.GE