მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ასეთი ბრენდის შემოსვლა სტუმარმასპინძლობისა და პრემიუმ კლასის უძრავი ქონების განვითარების ახალ თამასას აწესებს" - კობახიძე Cipriani Batumi-ს პროექტზე
"ასეთი ბრენდის შემოსვლა სტუმარმასპინძლობისა და პრემიუმ კლასის უძრავი ქონების განვითარების ახალ თამასას აწესებს" - კობახიძე Cipriani Batumi-ს პროექტზე

"ასეთი ბრენდის შემოსვლა სტუმარმასპინძლობისა და პრემიუმ კლასის უძრავი ქონების განვითარების ახალ თამასას აწესებს" - კობახიძე Cipriani Batumi-ს პროექტზე

BM.GE5 ნოემბერი, 2026, 00:24|bm.ge

"ასეთი მასშტაბის ბრენდის შემოსვლა ქვეყანაში სტუმარმასპინძლობისა და პრემიუმ კლასის უძრავი ქონების განვითარების ახალ თამასას აწესებს", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Cipriani Batumi-ს პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, Cipriani Batumi არის ახალი სიტყვა საქართველოს სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში.

„მიხარია, რომ ამ მასშტაბური და მართლაც უნიკალური პროექტის წარდგენას ვესწრებით დღეს, ბათუმში. დღეს ჩვენ ერთად ვუყრით საფუძველს უმაღლესი კლასის საცხოვრებელ და სასტუმრო კომპლექსს, Cipriani Batumi-ს. ეს შეიძლება, თამამად ითქვას, რომ არის ახალი სიტყვა სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში ჩვენს ქვეყანაში. ყველამ ვიცით, რომ ეს არის საუკუნოვანი ისტორიის მქონე ბრენდი, რომელიც 1931 წელს, ვენეციაში დაფუძნდა და ის მომსახურების დახვეწილი ხარისხით მსოფლიოს 19 ქალაქშია წარმოდგენილი. ძალიან მიხარია, რომ ნიუ-იორკის, ლონდონის, მონტე-კარლოს, დუბაის, მაიამისა და სხვა ქალაქების გვერდით, დღეს, ბათუმშიც იქნება მსოფლიო მასშტაბის ეს ბრენდი წარმოდგენილი. ეს ჩვენთვის არის, ნამდვილად, საამაყო მოვლენა.

ასეთი მასშტაბის ბრენდის შემოსვლა ქვეყანაში სტუმარმასპინძლობისა და პრემიუმ კლასის უძრავი ქონების განვითარების ახალ თამასას აწესებს. ამავდროულად, ეს ინვესტიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო არის საიმედო და მიმზიდველი უცხოელი ინვესტორებისთვის. ამის დასტურია ის ეკონომიკური მაჩვენებლები, რომლებიც ჩვენ გვაქვს და სწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და სათანადო ეკონომიკური ტენდენციების გარეშე ასეთი პროექტების განხორციელება იქნებოდა შეუძლებელი. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ევროპის მასშტაბით გვაქვს ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა. ჩვენი ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი ამ ხუთი წლის განმავლობაში არის 9.3 % და ეს ციფრი უკვე თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე. ბუნებრივია, ასეთი ტიპის პროექტები ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად განვითარებას და გაზრდას,“- აღნიშნა პრემიერმა.

ეს არის „ორბი ჯგუფისა“ და „ბლოკ ჯგუფის“ ახალი მაღალი კლასის დეველოპერულ პროექტი, რომელიც მოიცავს 100-ოთახიან ულტრა ლუქს სასტუმროს, ღონისძიებების დარბაზი, გასართობი სივრცეებს, ყველა იმ კონცეფციის რესტორანს, რომელიც Cipriani-ს ბრენდს გასტრონომიის ნაწილში აქვს. ამ კომპლექსში იქნება უმაღლესი ხარისხის საცხოვრებელი რეზიდენციები, რომელიც სასტუმროსგან ავტონომიურია და წარმოდგენილი იქნება 70 რეზიდენციით.

რონალდინიო Cipriani Batumi-ს პირველი აპარტამენტის მფლობელი გახდება | ირაკლი კვერღელიძე

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 185 სტატია.

  • კობახიძე „ევრონიუსის“ სამიტზე: ჟურნალისტი სათანადოდ ინფორმირებული არ იყოფორმულა
  • კობახიძე ვისაც საჭიროა (ევროპაში) პირში ეუბნება ყველაფერს - ირაკლი კირცხალიატვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე ბრიუსელში "ევრონიუსის" მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობასრუსთავი 2
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
კობახიძე →პროექტი →

მსგავსი სტატიები

„ვევედრებოდით, არ ექნათ ეს“ - ევროკავშირის ელჩი „რუსულ კანონსა“ და შეჩერებულ ინტეგრაციაზე

„ვევედრებოდით, არ ექნათ ეს“ - ევროკავშირის ელჩი „რუსულ კანონსა“ და შეჩერებულ ინტეგრაციაზე

BM.GE

ევროკომისიის ანგარიში ხელს უწყობს ანტიქართული ნარატივების გამყარებას - საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

ევროკომისიის ანგარიში ხელს უწყობს ანტიქართული ნარატივების გამყარებას - საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

BM.GE

ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ევროპის საბჭოს ისტორიაში უპრეცედენტო იქნება - პაველ ჰერჩინსკი

ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ევროპის საბჭოს ისტორიაში უპრეცედენტო იქნება - პაველ ჰერჩინსკი

BM.GE

„EU-ში გაწევრიანება საქართველოს ნებაყოფლობითი სურვილია, მანვე უნდა აჩვენოს, რომ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს“ - ჰერჩინსკი

„EU-ში გაწევრიანება საქართველოს ნებაყოფლობითი სურვილია, მანვე უნდა აჩვენოს, რომ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს“ - ჰერჩინსკი

BM.GE