მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ Binance-დან მოპარული $1.1 მილიარდის კონფისკაციას მოითხოვს
აშშ Binance-დან მოპარული $1.1 მილიარდის კონფისკაციას მოითხოვს

აშშ Binance-დან მოპარული $1.1 მილიარდის კონფისკაციას მოითხოვს

BM.GE24 ნოემბერი, 2026, 21:23|bm.ge

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ფედერალურ სასამართლოში სამოქალაქო სარჩელი შეიტანა და გასულ თვეს Binance-ზე განხორციელებული $6.3-მილიარდიანი კიბერთავდასხმის შედეგად მოპარული $1.1 მილიარდზე მეტი მოცულობის USDC-ს კონფისკაცია მოითხოვა.

არსებული ინფორმაციით, თანხა 18 ბლოკჩეინის 36 მისამართზეა განთავსებული.

აღსანიშნავია, რომ დაბლოკილი მისამართებიდან ტოკენების ამოღება ტექნიკურად შეუძლებელია, როს გამოც USDC-ს ემიტენტმა, კომპანია Circle-მა პროკურორებთან განსხვავებულ მექანიზმზე მიაღწია შეთანხმებას. სასამართლოს მიერ კონფისკაციის ორდერის გაცემის შემდეგ Circle-ი აშშ-ის ხელისუფლებას იდენტური მოცულობის ახალ, ჩამანაცვლებელ ტოკენებს გადასცემს.

მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის დეპარტამენტი ამ პროცესს Binance-ის ზარალის ანაზღაურების მცდელობად წარმოაჩენს, სარჩელში მხოლოდ აშშ-ის მიერ აქტივების კანონის შესაბამისად განკარგვაა მოთხოვნილი და კრიპტობირჟისთვის აქტივების დაბრუნებაზე არაფერია ნათქვამი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პირობები შეიცვალა - ლიმიტები და ვადები

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პირობები შეიცვალა - ლიმიტები და ვადები

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE

თოვისა და ყინვის გამო გუდაური-კობის გზაზე შეზღუდვები მოქმედებს - გზების დეპარტამენტი

თოვისა და ყინვის გამო გუდაური-კობის გზაზე შეზღუდვები მოქმედებს - გზების დეპარტამენტი

BM.GE

ტრამპი ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტეს შეხვდება

ტრამპი ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტეს შეხვდება

BM.GE