
თოვისა და ყინვის გამო გუდაური-კობის გზაზე შეზღუდვები მოქმედებს - გზების დეპარტამენტი
BM.GE|bm.ge
ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შეზღუდვა საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 93-ე-107-ე კილომეტრებზე ვრცელდება.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე სხვა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
გაზიარება:
BM.GE
წყარო: bm.ge