მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ ჰორმუზის სრუტის გასახსნელად საერთაშორისო დახმარებას ითხოვს
აშშ ჰორმუზის სრუტის გასახსნელად საერთაშორისო დახმარებას ითხოვს

აშშ ჰორმუზის სრუტის გასახსნელად საერთაშორისო დახმარებას ითხოვს

BM.GE30 აპრილი, 2026, 20:47|bm.ge

აშშ ქვეყნებს ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლების აღსადგენად საერთაშორისო კოალიციის შექმნისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წერილშია ნათქვამი, რომელსაც Reuters-ი გაეცნო.

ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც გლობალური საწვავის მიწოდების გრძელვადიანი შეფერხების გამო, ნავთობის ფასები 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულამდე გაიზარდა.

ირანში დაწყებული ომიდან ორი თვის შემდეგ კრიტიკულად მნიშვნელოვანი საზღვაო არხი კვლავ ჩაკეტილია, რაც მსოფლიოს ნავთობისა და გაზის მარაგების 20%-ს ბლოკავს. ამან გლობალური ენერგეტიკული ფასების მკვეთრი ზრდა და ეკონომიკური ვარდნის რისკებთან დაკავშირებული შეშფოთება გამოიწვია.

კონფლიქტის მოგვარების მცდელობები ჩიხში შევიდა, რისი განბლოკვაც შეერთებულ შტატებს ირანის ნავთობის ექსპორტის საზღვაო ბლოკადით სურს. ირანმა კი პირობა დადო, რომ სრუტეში ტრანზიტის შეფერხებას მანამ გააგრძელებს, სანამ საფრთხე დაემუქრება.

ირანთან დაკავშირებული გემების მიმართ აშშ-ის ბლოკადის გაგრძელების საპასუხოდ თეირანმა ოთხშაბათს "უპრეცედენტო სამხედრო მოქმედების" შესახებ გაფრთხილება გაავრცელა. ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს, ხოლო თეირანი აცხადებს, რომ მისი ბირთვული ამბიციები მშვიდობიანია.

"მათ არ იციან როგორ მოაწერონ ხელი არაბირთვულ შეთანხმებას. აჯობებს მალე მოეგონ გონს!" - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში ოთხშაბათს, თუმცა არ განუმარტავს, რას გულისხმობდა ამგვარი შეთანხმება.

ირანის უახლესი შეთავაზება ომის მოსაგვარებლად, რომელიც 8 აპრილიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამო შეჩერებულია, მისი ბირთვული პროგრამის განხილვას გვერდზე გადადებს მანამ, სანამ კონფლიქტი ოფიციალურად არ დასრულდება და გადაზიდვებთან დაკავშირებული საკითხები არ მოგვარდება - ეს ტრამპის მოთხოვნას, ბირთვული საკითხის თავიდანვე გადაჭრის შესახებ, არ აკმაყოფილებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ითხოვს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 42 სტატია.

  • ხალხის პასუხი პარტიებს, რომლის ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებასაც მმართველი გუნდი საფუძვლიანად ითხოვს - მმართველი გუნდის პოზიცია 25 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებითრუსთავი 2
  • სპეცრაზმელების საქმე - მოკლული ბიჭის დედა ერთ-ერთი დაკავებულის შეყვარებულის დასჯას ითხოვსტვ პირველი
  • პროკურატურა გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვსფორმულა
  • სააკაშვილი ითხოვს, დაასწრონ ოპოზიციის აკრძალვის საქმესნეტგაზეთი
ითხოვს →

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE