მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-ის ძალებმა და ირანმა ჰორმუზის სრუტეში ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს
აშშ-ის ძალებმა და ირანმა ჰორმუზის სრუტეში ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს

აშშ-ის ძალებმა და ირანმა ჰორმუზის სრუტეში ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს

BM.GE8 მაისი, 2026, 17:08|bm.ge

აშშ-ის ძალებმა და ირანმა ჰორმუზის სრუტეში ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, ამერიკულმა მხარემ ირანის თავდასხმას "თავდაცვის მიზნით" უპასუხა. როგორც ირკვევა, ირანულმა ძალებმა სტრატეგიულ წყალგამყოფში მყოფ სამ ამერიკულ გამანადურებელზე იერიში რაკეტებით, დრონებითა და მცირე ზომის კატარღებით მიიტანეს. სარდლობის განმარტებით, ამერიკულმა ძალებმა ყველა საფრთხე წარმატებით გაანეიტრალეს. აღსანიშნავია, რომ ინციდენტის შედეგად ამერიკული ხომალდები არ დაზიანებულა. ცნობისთვის, იერიშის სამიზნე ხომალდები Truxtun-ი, Rafael Peralta და Mason-ი იყვნენ.

დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაადასტურა, რომ ირანული დრონები "ჰაერშივე ფერფლად იქცა". რაც შეეხება საპასუხო დარტყმებს, მათ პრეზიდენტმა "ალერსიანი შეხება" უწოდა და აღნიშნა, რომ ამის მიუხედავადაც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძალაში რჩება. ამასთან, თეთრი სახლის ლიდერმა ირანი კიდევ უფრო "მკაცრი და ძალადობრივი" პასუხით გააფრთხილა. მისი თქმით, ვაშინგტონი აგრესიას იმ შემთხვევაში გააძლიერებს, თუ თეირანი ომის დასასრულებლად შეთანხმებას ხელს არ მოაწერს.

სრულიად განსხვავებულია განცხადებები ირანში. თეირანი აცხადებს, რომ აშშ-მა ცეცხლის შეწყვეტის პირობები დაარღვია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამერიკული დარტყმების სამიზნე სრუტეში მოძრავი ირანული ნავთობტანკერი გახდა.

კვირის განმავლობაში ეს მხარეებს შორის ცეცხლის გახსნის უკვე მეორე შემთხვევაა. სიცხადისთვის, ორშაბათს აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ, ადმირალ ბრედლი კუპერის ხელმძღვანელობით, ექვსი ირანული კატარღა გაანადგურა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 70 სტატია.

  • ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობსფორმულა
  • ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდატვ პირველი
  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ირანის ნავთობის მინისტრი თანამდებობიდან გადადგაიმედი
ირანის →ძალების →

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE