მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდა
აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდა

აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდა

BM.GE27 აგვისტო, 2026, 18:50|bm.ge

ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში შენელდა და აპრილიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში წლიურ ჭრილში 1.5% შეადგინა. აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული განახლებული მონაცემები პირველად შეფასებას სრულად ემთხვევა, თუმცა ჩამორჩება პირველი კვარტალის მაჩვენებელს, როდესაც მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2.1% შეადგინა.

როგორც ირკვევა, ეკონომიკური ზრდის შეფერხება ძირითადად იმპორტის მკვეთრმა მატებამ განაპირობა, ვინაიდან მშპ მხოლოდ შიდა წარმოებას ითვლის, გაზრდილი იმპორტი საერთო მაჩვენებელს აკლდება.

მეორე კვარტალში იმპორტი წლიურად 12.5%-ით გაიზარდა, რაც ნაწილობრივ ხელოვნური ინტელექტის სექტორისთვის საჭირო კომპიუტერული ჩიპებისა და ტექნოლოგიური პროდუქციის მოზღვავებულმა ნაკადმა განაპირობა, რამაც მშპ-ის საბოლოო ზრდის ტემპი 1.64 პროცენტული პუნქტით შეამცირა.

ცნობისთვის, ვაჭრობის სამინისტროს მიერ წარდგენილი ანგარიში მეორე კვარტალის მშპ-ის სამი სავარაუდო შეფასებიდან მეორეს წარმოადგენს, ხოლო საბოლოო, დაზუსტებული მონაცემები 30 სექტემბერს გამოქვეყნდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი შემცირებულია - "რამდენიმე დღე შეფერხება იყო, თუმცა ყველა გამოწვევა გადაიჭრა"

ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი შემცირებულია - "რამდენიმე დღე შეფერხება იყო, თუმცა ყველა გამოწვევა გადაიჭრა"

BM.GE

"შეიძლება, ვიღაცას მამუკა მდინარაძე დაბალ ღობედ მოეჩვენა"|მდინარაძე ღარიბაშვილის წერილზე

"შეიძლება, ვიღაცას მამუკა მდინარაძე დაბალ ღობედ მოეჩვენა"|მდინარაძე ღარიბაშვილის წერილზე

BM.GE

ტრამპმა აშშ-ის ენერგოსისტემაში უცხოური აღჭურვილობის გამოყენება აკრძალა

ტრამპმა აშშ-ის ენერგოსისტემაში უცხოური აღჭურვილობის გამოყენება აკრძალა

BM.GE

"წითელ ხიდზე" ₾1,1 მლნ-ის არააქციზური სიგარეტი გამოავლინეს, რომელიც სპორტული მოედნების საფარ ფილებში ჰქონდათ დამალული

"წითელ ხიდზე" ₾1,1 მლნ-ის არააქციზური სიგარეტი გამოავლინეს, რომელიც სპორტული მოედნების საფარ ფილებში ჰქონდათ დამალული

BM.GE