მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-ის მარეგულირებელმა Amazon-ის მიერ Globalstar-ის $11.5-მილიარდიანი შესყიდვა დაამტკიცა
აშშ-ის მარეგულირებელმა Amazon-ის მიერ Globalstar-ის $11.5-მილიარდიანი შესყიდვა დაამტკიცა

აშშ-ის მარეგულირებელმა Amazon-ის მიერ Globalstar-ის $11.5-მილიარდიანი შესყიდვა დაამტკიცა

BM.GE29 ოქტომბერი, 2026, 23:39|bm.ge

აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ სატელიტური ოპერატორის, Amazon Leo-ს მიერ ტელეკომუნიკაციების სფეროში მომუშავე Globalstar-ის შესყიდვის $11.5-მილიარდიანი გარიგება ოფიციალურად დაამტკიცა.

Amazon-ის შვილობილი კომპანია ამ ნაბიჯით SpaceX-ის Starlink-ის ქსელისთვის კონკურენციის გაწევას გეგმავს.

ეს $11.5-მილიარდიანი შენაძენი კომპანიის პორტფელს მობილური სატელიტური სიხშირეებითა და ათეულობით თანამგზავრით გააფართოებს, რაც მას სატელიტური კავშირის ბაზარზე შესვლისა და ფიქსირებული თუ მობილური სერვისების შეთავაზების შესაძლებლობას მისცემს.

ამას გარდა, Amazon-ი თავის სატელიტურ მიმართულებაში მომდევნო თვეების განმავლობაში $10 მილიარდზე მეტის ინვესტირებას გეგმავს, ხოლო კომერციული სერვისების გაშვება 2026 წლის ბოლომდე დაიწყება.

ცნობისთვის, 2025 წლის აპრილიდან დღემდე Amazon Leo-მ დედამიწის დაბალ ორბიტაზე 400-მდე თანამგზავრი უკვე გაუშვა. კომპანიის სტრატეგია მიზნად 2029 წლისთვის ორბიტაზე ათასობით სატელიტის განთავსებას ისახავს. შედარებისთვის, ილონ მასკის SpaceX-ის საკუთრებაში ამჟამად 11,000-ზე მეტი სატელიტია და ის ამ მაჩვენებლით უპირობო გლობალური ლიდერია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„10 000 ღამისთევა $2 მილიონის დამატებითი შემოსავალია“ - ალავერდაშვილი კაზინოებისთვის საგადასახადო შეღავათებს აფასებს

„10 000 ღამისთევა $2 მილიონის დამატებითი შემოსავალია“ - ალავერდაშვილი კაზინოებისთვის საგადასახადო შეღავათებს აფასებს

BM.GE

DoorDash-ი Instacart-ს $17 მილიარდად ყიდულობს

DoorDash-ი Instacart-ს $17 მილიარდად ყიდულობს

BM.GE

დრო მოვიდა, რომ მიკრობანკების რეგულაციების გადახედვაზე დაიწყოს დიალოგი - MBC

დრო მოვიდა, რომ მიკრობანკების რეგულაციების გადახედვაზე დაიწყოს დიალოგი - MBC

BM.GE

მთავრობამ საგურამოში ქონება „გურამიშვილის მარანს“ 2033 წლამდე იჯარით გადასცა

მთავრობამ საგურამოში ქონება „გურამიშვილის მარანს“ 2033 წლამდე იჯარით გადასცა

BM.GE