მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების ნაწილი საქართველოშიც დაფრინავს
აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების ნაწილი საქართველოშიც დაფრინავს

აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების ნაწილი საქართველოშიც დაფრინავს

BM.GE9 სექტემბერი, 2026, 18:10|bm.ge

აშშ-ის მიერ სანქცირებული ავიაკომპანიების ნაწილი საქართველოშიც ასრულებს ფრენებს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს, 9 სექტემბერს, აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანია Sepehran Airlines-მა შეასრულა ფრენა. აეროპორტის მონაცემებით, თვითმფრინავი თეირანიდან 11:51 საათზე ჩამოფრინდა.

Sepehran Airlines-ი იმ 27 ავიაკომპანიას შორის არის, რომელთა სანქცირებაზეც აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) 8 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ირანის ხელისუფლება საავიაციო სექტორს იარაღისა და უკანონო ტვირთების გადასაზიდად იყენებს.

აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიებია:

• Air Shiraz • Asa Jet Airline • Ata Airlines Company • Atlas Aviation Group • Ava Airlines • Chabahar Airlines Company • Erwan Airline Company • Fly Kish Airlines • Fly Persia Airlines • Iran Air Tour • Iran Aseman Airlines • Jsky Airlines • Kish Airlines • Karun Airlines Company • Lad Airways • Mehr Airways • Nasim Air • Pars Oghyanous Kish Company • Qeshm Air • Raimon Airways • Saha Airlines • Sepehran Airlines • Soroush Air • Taban Airlines • Toos Airlines • Varesh Airlines • Zagros Airlines

დღესვე დაგეგმილია კიდევ ერთი სანქცირებული ავიაკომპანიის Qeshm Air-ის ფრენა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. აღსანიშნავია ის, რომ ამ ორი ავიაკომპანიის გარდა, სანქცირებული კომპანიების ნაწილი Iran Aseman Airlines, Varesh Airlines და Fly Kish Airlines საქართველოშიც დაფრინავენ.

BMG დაუკავშირდა ეკონომიკის სამინისტროს, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს საავიაციო პოლიტიკაზე. უწყებისგან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკების მინიმიზაციის მიზნით, სებ-მა ზომიერად გამკაცრებული განაკვეთი შეინარჩუნა | თამთა სოფრომაძე

ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკების მინიმიზაციის მიზნით, სებ-მა ზომიერად გამკაცრებული განაკვეთი შეინარჩუნა | თამთა სოფრომაძე

BM.GE

საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა

საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა

BM.GE

სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა

BM.GE

ღვინის სერტიფიცირება სერვისია, რომელსაც კერძო სექტორს ვუწევთ, შესაბამისად ფასიანია - ლევან მეხუზლა

ღვინის სერტიფიცირება სერვისია, რომელსაც კერძო სექტორს ვუწევთ, შესაბამისად ფასიანია - ლევან მეხუზლა

BM.GE