მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-ის მთავრობა 16 ქვეყნის წინააღმდეგ ახალ ტარიფებს ამზადებს
აშშ-ის მთავრობა 16 ქვეყნის წინააღმდეგ ახალ ტარიფებს ამზადებს

აშშ-ის მთავრობა 16 ქვეყნის წინააღმდეგ ახალ ტარიფებს ამზადებს

BM.GE24 ნოემბერი, 2026, 21:34|bm.ge

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია 16 სავაჭრო პარტნიორის, მათ შორის ჩინეთისა და ევროკავშირის წინააღმდეგ საბაჟო ტარიფების გაზრდას და ახალი შეზღუდვების დაწესებას განიხილავს.

Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, ახალი გადასახადები იმპორტირებული პროდუქციის უმეტეს ნაწილზე გავრცელდება, თუმცა გამონაკლისი იმ საქონელს შეეხება, რომელიც ცალკეული ტარიფებით უკვე იბეგრება.

რაც შეეხება კონკრეტულ სატარიფო განაკვეთებს, ევროკავშირისთვის, იაპონიისა და სამხრეთ კორეისთვის 15%-იანი ან უფრო დაბალი ნიშნულის დაწესება განიხილება. ამის საპირისპიროდ, ჩინეთს, ვიეტნამსა და ინდოეთს შესაძლოა გაცილებით მაღალი საბაჟო ბარიერები დაუწესდეთ.

აღსანიშნავია, რომ საბოლოო განაკვეთები და იმ პროდუქტების ზუსტი ჩამონათვალი, რომლებსაც შეზღუდვები შეეხება, ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა, ჯეიმისონ გრირმა უცხოური მთავრობების მიერ ინდუსტრიული სუბსიდირების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების შედეგები შესაძლოა მიმდინარე კვირაში გამოაქვეყნოს და ტარიფების ამოქმედება სწორედ ამ გამოძიებასთან იქნება დაკავშირებული.

ცხადია, სატარიფო პოლიტიკის ამგვარი გამკაცრება საერთაშორისო ბაზრებზე დამატებით რისკებს ქმნის. ექსპერტთა შეფასებით, ახალი შეზღუდვების ამოქმედების შემთხვევაში, გლობალური ვაჭრობისა და ინფლაციის პროგნოზებთან დაკავშირებული გაურკვევლობა გაიზრდება და ბაზარზე სატარიფო რისკის პრემიუმი დაბრუნდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობამ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 88 სტატია.

  • "ვიდრე ეს მთავრობა ხელისუფლებაშია, პროტესტს გავაგრძელებთ და ჩვენს მოთხოვნებს არ დავთმობთ" - ბრიუსელში საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდარუსთავი 2
  • კობახიძე ხსნის, რატომ არ წავიდა მთავრობა ბრიუსელის მინისტერიალზეტვ პირველი
  • ისრაელში პოლიტიკური ცვლილებები იწყება — აიზენკოტი მთავრობის ფორმირებას აანონსებსფორმულა
  • მთავრობამ დავა წააგო სტრასბურგში იმის გამო, რომ გავრილოვის ღამის ერთი ეპიზოდის გამოძიება გააჭიანურანეტგაზეთი
მთავრობამ →

მსგავსი სტატიები

საჭიროა გარდამავალი პერიოდი სულ მცირე 2027 წლის ბოლომდე - ექიმი რეპროდუქტოლოგი

საჭიროა გარდამავალი პერიოდი სულ მცირე 2027 წლის ბოლომდე - ექიმი რეპროდუქტოლოგი

BM.GE

Black Friday - საუკეთესო შეთავაზებები სითი მოლში

Black Friday - საუკეთესო შეთავაზებები სითი მოლში

BM.GE

აშშ Binance-დან მოპარული $1.1 მილიარდის კონფისკაციას მოითხოვს

აშშ Binance-დან მოპარული $1.1 მილიარდის კონფისკაციას მოითხოვს

BM.GE

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პირობები შეიცვალა - ლიმიტები და ვადები

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პირობები შეიცვალა - ლიმიტები და ვადები

BM.GE