
აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტმა საქმიანობა შეწყვიტა
დონალდ ტრამპის ინიციატივით შექმნილმა „მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტმა“ (DOGE), რომელსაც მილიარდერი ილონ მასკი ხელმძღვანელობდა, მიმდინარე წლის ივლისში საქმიანობა ოფიციალურად შეწყვიტა.
როგორც ირკვევა, უწყებამ, რომლის მიზანსაც სამთავრობო ხარჯებში თაღლითობის, ფლანგვისა და ბოროტად გამოყენების ფაქტების აღმოფხვრა იყო, ბიუჯეტის სახსრების დაზოგვა რეალურად ვერ შეძლო. ამასთან, სტრუქტურის გაუქმებას წინ უსწრებდა მასობრივი შემცირებები, რამაც საჯარო სექტორს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა და არსებითი შედეგი არ გამოუღია.
შეგახსენებთ, რომ ილონ მასკი და მისი გუნდის წევრები 2025 წლის დასაწყისში $2 ტრილიონის ოდენობის თანხის დაზოგვას გეგმავდნენ, თუმცა რეალურმა მაჩვენებელმა მხოლოდ $215 მილიარდი შეადგინა - ისიც საჯარო სექტორიდან თანამშრომლების გაშვების ხარჯზე.
New York Times-ის მიერ ჩატარებული ანალიზით დასტურდება, რომ დასახელებული დანაზოგის უდიდესი ნაწილი არა ხარჯების ოპტიმიზაციას, არამედ 317 000 გათავისუფლებული ფედერალური თანამშრომლის სახელფასო ფონდის გაუქმებას უკავშირდება.
კრიტიკოსების შეფასებით, DOGE აშშ-ის სამთავრობო ისტორიაში ყველაზე მასშტაბური აუდიტორული ექსპერიმენტი იყო, ვერცერთ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია.
BM.GE
წყარო: bm.ge