მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "თხილის მოსავლის დაახლოებით 10%-იან კლებას ველოდებით" - ბაია სალუქვაძე
"თხილის მოსავლის დაახლოებით 10%-იან კლებას ველოდებით" - ბაია სალუქვაძე

"თხილის მოსავლის დაახლოებით 10%-იან კლებას ველოდებით" - ბაია სალუქვაძე

BM.GE4 სექტემბერი, 2026, 13:38|bm.ge

"წელს თხილის მოსავლის დაახლოებით 10%-იანი კლებას ველით", - ამის შესახებ კომპანიების “ბლუ ბერდ ბერიზ"-ისა და GPR Nuts-ის დამფუძნებელმა ბაია სალუქვაძემ BMGTV-ის ეთერში “ქალების ნარატივი” განაცხადა.

მისი თქმით, 2025 წელს საქართველოში დაახლოებით 45 000 ტონა თხილის მოსავალი მიიღეს, თუმცა მიმდინარე სეზონზე წინასწარი შეფასებით, მოსავლის შემცირებას ელიან.

„თუ ვამბობთ, რომ დაახლოებით 45 000 ტონა გვაქვს მთელი წლის მოსავალი, წელს არის ვარაუდი, რომ დაახლოებით 10%-იანი კლება იქნება. თუმცა, ეს ძალიან ნაადრევია. ეს ყველაფერი გამოჩნდება შემდგომ, როდესაც უკვე გაშრება თხილი, გატყდება და ექსპორტზე გაიგზავნება მოსავალი“, - განაცხადა სალუქვაძემ.

მისივე თქმით, მიმდინარე სეზონზე თხილის ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს როგორც ამინდი, ისე მავნებლები. განსაკუთრებით პრობლემურია ფაროსანა, რომლის წინააღმდეგაც წლის განმავლობაში გეგმური წამლობები მიმდინარეობდა.

„გაჭიანურებულმა წამლობებმა უამინდობის გამო კიდევ უფრო მეტი ბიძგი მისცა, რომ ფაროსანა და სხვა მწერები გამოჩენილიყვნენ. ეს, რასაკვირველია, აისახება ხარისხზე. უკვე თხილში საკმაოდ დიდი რაოდენობის დეფექტი გვხვდება, მწერის ნაჭამი და აქედან გამომდინარე ხარისხობრივი მაჩვენებლები ჯერჯერობით არ არის დამაკმაყოფილებელი“, - აღნიშნა მან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საბაზო სცენარი ნარჩუნდება, თუმცა ძლიერდება ორმხრივად მოქმედი ფაქტორები - თიბისი კაპიტალის მაკროეკონომიკური განახლება

საბაზო სცენარი ნარჩუნდება, თუმცა ძლიერდება ორმხრივად მოქმედი ფაქტორები - თიბისი კაპიტალის მაკროეკონომიკური განახლება

BM.GE

"სამ ბრენდს ვესაუბრებით, რომლებიც ქართულ ბაზარზე შესაძლოა 2028 წლიდან შემოვიდნენ" - 'სინომი რითეილი"

"სამ ბრენდს ვესაუბრებით, რომლებიც ქართულ ბაზარზე შესაძლოა 2028 წლიდან შემოვიდნენ" - 'სინომი რითეილი"

BM.GE

ზელენსკის თქმით, უახლოეს დღეებში ტრამპის წარმომადგენლებს კიევსა და მოსკოვში ელიან

ზელენსკის თქმით, უახლოეს დღეებში ტრამპის წარმომადგენლებს კიევსა და მოსკოვში ელიან

BM.GE

"სასტუმროების გაყიდვა ძალიან ბევრ მფლობელს უნდა…დღესაც შევხვდი ორ მესაკუთრეს"|ინტერვიუ შალვა ალავერდაშვილთან

"სასტუმროების გაყიდვა ძალიან ბევრ მფლობელს უნდა…დღესაც შევხვდი ორ მესაკუთრეს"|ინტერვიუ შალვა ალავერდაშვილთან

BM.GE