
აშშ-ის ნავთობის სტრატეგიული რეზერვი 1983 წლის შემდეგ ყველაზე მეტად შემცირდა
აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ნავთობის სტრატეგიული რეზერვები ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე შემცირდა.
არსებული ინფორმაციით, მიზეზი გახდა ის, რომ ირანის ომით გამოწვეული მიწოდების კრიზისის შესამსუბუქებლად, ვაშინგტონი ბოლო თვეების განმავლობაში ბაზარს საწვავს საგანგებო მარაგებიდან აწვდიდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყნის სტრატეგიული მარაგები 340.3 მილიონ ბარელამდეა შემცირებული. ეს მოცულობა კი 1983 წლის ზაფხულის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. როგორც ენერგეტიკის დეპარტამენტი აღნიშნავს, მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქვეყანამ რეზერვებიდან თითქმის 9 მილიონი ბარელი ნავთობი გამოიტანა გასაყიდად.
ანალიტიკოსები მოელიან, რომ უახლოეს კვირებში სტრატეგიული რეზერვების შემცირების ტემპი მკვეთრად შემცირდება, რადგან ვაშინგტონი და თეირანი კონფლიქტის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ და პარასკევს ხელს მოაწერენ ისეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ჰორმუზის სრუტის გახსნას უზრუნველყოფს.
BM.GE
წყარო: bm.ge