მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-ის სასამართლომ Meta-ს $25 მილიარდის ჯარიმის გადახდა დააკისრა
აშშ-ის სასამართლომ Meta-ს $25 მილიარდის ჯარიმის გადახდა დააკისრა

აშშ-ის სასამართლომ Meta-ს $25 მილიარდის ჯარიმის გადახდა დააკისრა

BM.GE22 ოქტომბერი, 2026, 19:02|bm.ge

ნიუ-მექსიკოს შტატის ფედერალურმა სასამართლომ ტექნოლოგიურ გიგანტ Meta-ს 25 მილიარდი დოლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა. მიღებული გადაწყვეტილება Cambridge Analytica-ს სკანდალთან დაკავშირებით მომხმარებელთა მონაცემების კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესახებ გავრცელებულ შეცდომაში შემყვან განცხადებებს უკავშირდება.

როგორც ირკვევა, შტატის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სექტემბერში დაადგინა, რომ კომპანიამ არაკეთილსინდისიერი საქმიანობის შესახებ კანონი 43 მილიონზე მეტჯერ დაარღვია. მოსამართლე ფრენსის მათეს განცხადებით, Facebook-ის მხრიდან მომხმარებელთა მონაცემების კონტროლზე მცდარი ინფორმაციის მიწოდება არა ცალკეული ინციდენტი, არამედ კომპანიის ბიზნესმოდელის ნაწილი იყო.

ბუნებრივია, Meta-ს იურიდიულმა დირექტორმა, სი ჯეი მაჰონიმ აღნიშნა, რომ კომპანია ვერდიქტის გასაჩივრებას გეგმავს.

პარალელურად, მიმდინარე წლის მარტში Meta-მ მოზარდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე სოციალური ქსელების უარყოფითი გავლენის გამო ამერიკის 48 შტატთან $18-მილიარდიანი გარიგება გააფორმა.

აღსანიშნავია, რომ ნიუ-მექსიკო აღნიშნულ შეთანხმებაში არ მონაწილეობდა და ცალკეული სარჩელის საფუძველზე წლის დასაწყისში Meta-ს კიდევ $1 მილიარდის ჯარიმა დააკისრა.

ცნობისთვის, Cambridge Analytica-ს სკანდალი 2018 წელს გახდა ცნობილი, როდესაც გაირკვა, რომ პოლიტიკურმა საკონსულტაციო ფირმამ 87 მილიონამდე Facebook-ის მომხმარებლის პირადი მონაცემები უკანონოდ მოიპოვა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

9 თვეში ავტომფლობელებმა რეკორდული, ₾193 მილიონის ჯარიმები გადაიხადეს

9 თვეში ავტომფლობელებმა რეკორდული, ₾193 მილიონის ჯარიმები გადაიხადეს

BM.GE

ირანზე თავდასხმების შესაძლო განახლების ფონზე ნავთობი ძვირდება

ირანზე თავდასხმების შესაძლო განახლების ფონზე ნავთობი ძვირდება

BM.GE

სად ვყიდულობთ ქოლგებს და საწვიმრებს, რომელშიც წელს $3 მილიონამდე გადავიხადეთ?

სად ვყიდულობთ ქოლგებს და საწვიმრებს, რომელშიც წელს $3 მილიონამდე გადავიხადეთ?

BM.GE

მთის ტრასების სააგენტომ ფრანგულ Grand Massif-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

მთის ტრასების სააგენტომ ფრანგულ Grand Massif-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

BM.GE