მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სად ვყიდულობთ ქოლგებს და საწვიმრებს, რომელშიც წელს $3 მილიონამდე გადავიხადეთ?
სად ვყიდულობთ ქოლგებს და საწვიმრებს, რომელშიც წელს $3 მილიონამდე გადავიხადეთ?

სად ვყიდულობთ ქოლგებს და საწვიმრებს, რომელშიც წელს $3 მილიონამდე გადავიხადეთ?

BM.GE22 ოქტომბერი, 2026, 19:50|bm.ge

2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ ქოლგებისა და საწვიმრების იმპორტში 2.85 მლნ დოლარი გადაიხადა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 5.9%-ით აღემატება.

საგარეო ვაჭრობის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 673 ტონა ქოლგა და საწვიმარი შემოვიდა, გასული წლის იმავე პერიოდში კი 590 ტონა. შესაბამისად, იმპორტირებული პროდუქციის მოცულობა 83 ტონით გაიზარდა, ხოლო იმპორტზე დახარჯული თანხა დაახლოებით 159.7 ათასი დოლარით მეტია.

საქსტატის მონაცემებით, ქოლგებისა და საწვიმრების უმსხვილესი მომწოდებელი ჩინეთია. საანგარიშო პერიოდში ამ ქვეყნიდან საქართველოში 1.5 მლნ დოლარის ღირებულების 505 ტონა პროდუქცია შემოვიდა. ჩინეთზე იმპორტის მთლიანი ღირებულების ნახევარზე მეტი მოდის.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, bm.ge გთავაზობთ ძირითადი მომწოდებელი ქვეყნების ჩამონათვალს:

• ჩინეთი - 1.5 მლნ აშშ დოლარის 505 ტონა; • ჩეხეთი - 144 ათასი დოლარის ღირებულების 13 ტონა; • ესპანეთი - 76 ათასი დოლარის ღირებულების 4 ტონა; • ბულგარეთი - 65 ათასი დოლარის ღირებულების 11 ტონა; • გერმანია - 47.6 ათასი დოლარის ღირებულების 2 ტონა; • იტალია - 47.3 ათასი დოლარის ღირებულების 2.6 ტონა; • საფრანგეთი - 21 ათასი დოლარის ღირებულების 600 კილოგრამი; • ნიდერლანდები - 13 ათასი დოლარის ღირებულების 1.3 ტონა.

ამრიგად, 2026 წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოში ქოლგებისა და საწვიმრების იმპორტის ღირებულებაც და რაოდენობაც გაიზარდა. პროდუქციის მთავარი მომწოდებელი კვლავ ჩინეთია, რომელსაც უკრაინა და თურქეთი მოსდევს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

III კვარტალში თბილისში სასტუმროების დატვირთულობა 79%-მდე, ბათუმში კი 84%-მდე გაიზარდა - G&T

III კვარტალში თბილისში სასტუმროების დატვირთულობა 79%-მდე, ბათუმში კი 84%-მდე გაიზარდა - G&T

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE

„მოთხოვნა აღარ იყო“ – „სოლიდუსმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში 1900 ტონამდე საწვავი გაყიდა

„მოთხოვნა აღარ იყო“ – „სოლიდუსმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში 1900 ტონამდე საწვავი გაყიდა

BM.GE

რუსეთმა კიევის ისტორიული ცენტრი კასეტური ბალისტიკური რაკეტით დაბომბა

რუსეთმა კიევის ისტორიული ცენტრი კასეტური ბალისტიკური რაკეტით დაბომბა

BM.GE