მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-ის სასამართლომ თეთრ სახლში UFC-ის ტურნირის გამართვა ოფიციალურად დაუშვა
აშშ-ის სასამართლომ თეთრ სახლში UFC-ის ტურნირის გამართვა ოფიციალურად დაუშვა

აშშ-ის სასამართლომ თეთრ სახლში UFC-ის ტურნირის გამართვა ოფიციალურად დაუშვა

BM.GE13 ივნისი, 2026, 06:41|bm.ge

კოლუმბიის ოლქის ფედერალურმა მოსამართლემ თეთრი სახლის ტერიტორიაზე შერეული ორთაბრძოლების სპეციალური ტურნირის ჩატარების აკრძალვაზე უარი თქვა. არსებული ინფორმაციით, მოსამართლე ამიტ მეჰტამ არ დააკმაყოფილა ვაშინგტონის ორი მცხოვრების სარჩელი, რომელშიც ისინი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას უფლებამოსილების გადაჭარბებაში ადანაშაულებდნენ.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სპორტული ღონისძიება დონალდ ტრამპის 80 წლის იუბილესა და აშშ-ის დაარსების 250 წლისთავს მიეძღვნება. თეთრი სახლის სამხრეთ გაზონზე ადმინისტრაციის მიერ მოწყობილ არენაზე UFC-ის ქართველი ჩემპიონისა და დაუმარცხებელი მებრძოლის, ილია თოფურის შეხვედრაც გაიმართება. აღსანიშნავია, რომ სწორედ კოლუმბიის ოლქის მოსამართლის გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული, მოახერხებდა თუ არა თოფურია თეთრი სახლის უნიკალურ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებას.

შეგახსენებთ, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ UFC-ის სპეციალური ღონისძიებისთვის თეთრი სახლის ეზოში 28 მეტრის სიმაღლის კონსტრუქცია ააგო და ის სპეციალურად ამ ჩემპიონატისთვის აშენდა. Reuters-ის ცნობით, თეთრ სახლში ღონისძიებისთვის 4000-ზე მეტ მაყურებელს ელოდებიან.

რაც შეეხება მოსარჩელეთა პოზიციას, ისინი სასამართლოში აცხადებდნენ, რომ პროფესიული სპორტული ღონისძიებების გამართვა პრეზიდენტის მიერ შერჩეულ სახელმწიფო ტერიტორიაზე აკრძალული იყო. მათი მტკიცებით, საჯარო მონუმენტების გამოყენება კერძო კომერციული მიზნებისთვის დაუშვებელია და პროექტს კონგრესის თანხმობა სჭირდებოდა. თუმცა სასამართლომ მათი საჩივარი უსაფუძვლოდ მიიჩნია და საბოლოოდ UFC-ის უნიკალური ღონისძიების გამართვისთვის არსებული ბოლო დაბრკოლებაც მოხსნა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE