მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-ის სენატმა ფედერალური რეზერვის თავმჯდომარედ კევინ უორში დაამტკიცა
აშშ-ის სენატმა ფედერალური რეზერვის თავმჯდომარედ კევინ უორში დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა ფედერალური რეზერვის თავმჯდომარედ კევინ უორში დაამტკიცა

BM.GE14 მაისი, 2026, 03:01|bm.ge

აშშ-ის სენატმა ფედერალური რეზერვის ახალ თავმჯდომარედ კევინ უორში დაამტკიცა. ის ამ პოზიციაზე ჯერომ პაუელს შეცვლის. საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრისას მის კანდიდატურას მხარი 54 სენატორმა დაუჭირა, 45 კი წინააღმდეგი იყო. აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკელებთან ერთად უორშს მხარი ერთმა დემოკრატმა, პენსილვანიელმა ჯონ ფეტერმანმაც დაუჭირა.

პოლიტიკურ წრეებში უორშის დამოუკიდებლობის საკითხი კვლავ აქტიური განხილვის საგანია. პრეზიდენტმა ტრამპმა მისი კანდიდატურა სწორედ საპროცენტო განაკვეთების შემცირების მომხრე პოზიციის გამო შეარჩია. თეთრი სახლის მხრიდან განაკვეთების კლების მოთხოვნა კი ფედერალური რეზერვის დამოუკიდებლობაზე ზეწოლის რისკებს აძლიერებს. ექსპერტების შეფასებით, ვიდრე ტარიფებით გამოწვეული ინფლაცია და ნავთობის ფასების შოკი არ შენელდება, კომიტეტში განაკვეთების კლების მომხრე უმრავლესობა ვერ ჩამოყალიბდება.

ახალი ხელმძღვანელი პოსტს იმ პერიოდში იკავებს, როდესაც ინფლაცია 2%-იან სამიზნე მაჩვენებელს მკვეთრად აჭარბებს. ეკონომიკური გამოწვევების სიმწვავე აპრილის თვის ახალმა მონაცემებმა კიდევ უფრო გაამყარა. საბითუმო ფასები გასულ თვეში 6%-ით გაიზარდა, რაზეც ძირითადი გავლენა ენერგორესურსების გაძვირებამ იქონია. ამასთან, სამომხმარებლო ფასების ინდექსი 3.8%-მდე გაიზარდა, სადაც ზრდის 40% სწორედ ენერგიასა და საწვავზე მოდის.

აღსანიშნავია, რომ FED-ის ახალი ხელმძღვანელი ინფლაციის გაზომვის ალტერნატიულ მეთოდებს ანიჭებს უპირატესობას. იგი მიიჩნევს, რომ ტრადიციული ინდექსები რეალურ სურათს ზუსტად ვერ ასახავს და უპირატესობას "შეკვეცილი საშუალო", იგივე "trimmed mean"-ის მაჩვენებლების გამოყენებას ანიჭებს. ამასთან, უორში ხელოვნური ინტელექტის მხრიდან პროდუქტიულობის ზრდასა და ფასების კლებას პროგნოზირებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE