მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-ის სენატმა ირანში სამხედრო მოქმედებების შეჩერებას მხარი დაუჭირა
აშშ-ის სენატმა ირანში სამხედრო მოქმედებების შეჩერებას მხარი დაუჭირა

აშშ-ის სენატმა ირანში სამხედრო მოქმედებების შეჩერებას მხარი დაუჭირა

BM.GE24 ივნისი, 2026, 20:43|bm.ge

აშშ-ის სენატმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების შეჩერებას ავალდებულებს. არსებული ინფორმაციით, საკანონმდებლო ინიციატივას მხარი 50 სენატორმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგ 48 კანონმდებელი წავიდა. საყურადღებოა, რომ დემოკრატების მიერ ინიციირებულ დოკუმენტს ოთხი რესპუბლიკელი შეუერთდა. საგულისხმო ფაქტია, რომ ამ გადაწყვეტილებით პრეზიდენტის სამხედრო პოლიტიკას წინააღმდეგობას უკვე კონგრესის ორივე პალატა უცხადებს.

ეს ნაბიჯი განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, რომ თეთრი სახლი უახლოეს მომავალში კონგრესისაგან სამხედრო მოქმედებების დასაფინანსებლად ათობით მილიარდი დოლარის გამოყოფას მოელის. მიღებული გადაწყვეტილება კი ეჭვქვეშ აყენებს მის დამტკიცებას.

თავად დონალდ ტრამპი უკვე გამოეხმაურა მიღებულ გადაწყვეტილებას. მან სენატის მიერ დამტკიცებული დოკუმენტი მწვავედ გააკრიტიკა და მას უდროო და უმნიშვნელო უწოდა. პრეზიდენტმა ოპონენტები ირანის მხარდაჭერასა და აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობის შეფერხებაში დაადანაშაულა. თეთრი სახლის განცხადებით, კენჭისყრას რეალური სამართლებრივი ძალა არ აქვს.

რაც შეეხება თავად ირანის ომს, რომლის გამოც დონალდ ტრამპმა კონგრესის ორივე პალატაში დაკარგა საკუთარი პარტიის წევრების ნაწილის მხარდაჭერა, მას Reuters-ისა და Ipsos-ის ერთობლივი გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა მხოლოდ მეოთხედი უჭერს მხარს. ამასთან, გამოკითხულთა უმრავლესობას თეირანთან შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების ხანგრძლივობის არ სჯერა.

პოლიტიკის ექსპერტებისთვის განსაკუთრებით საგულისხმო ფაქტია, რომ ტრამპი ორივე პალატაში უმრავლესობის ქონის მიუხედავად ვერ ახერხებს მისი საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღებას. ეს კი შეიძლება ნიშნავდეს, რომ ქვეყნის ლიდერს მიმდინარე წლის შემოდგომაზე, შუალედურ არჩევნებში ძალების კონსოლიდირება და წარმომადგენელთა პალატასა თუ სენატზე კონტროლის შენარჩუნება გაუჭირდება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სასტუმროების სექტორში ვადაგადაცილებულმა სესხებმა 135 მილიონ ლარს მიაღწია

სასტუმროების სექტორში ვადაგადაცილებულმა სესხებმა 135 მილიონ ლარს მიაღწია

BM.GE

SK Hynix-მა აშშ-ში $29.4-მილიარდიანი ADR-ების განთავსება გადაწყვიტა

SK Hynix-მა აშშ-ში $29.4-მილიარდიანი ADR-ების განთავსება გადაწყვიტა

BM.GE

"ამ კანონპროექტზე მომუშავე უწყება არ ვართ" - ლექვინაძე "არასამართლებრივი სავაჭრო პრაქტიკის ჩარჩო დოკუმენტის" შემუშავებაზე

"ამ კანონპროექტზე მომუშავე უწყება არ ვართ" - ლექვინაძე "არასამართლებრივი სავაჭრო პრაქტიკის ჩარჩო დოკუმენტის" შემუშავებაზე

BM.GE

გადაუხდელი საბანკო ვალის გამო, აღსრულების ბიურო თბილისში ირანის მოქალაქის კუთვნილ სასტუმროს ₾4 მილიონად ყიდის

გადაუხდელი საბანკო ვალის გამო, აღსრულების ბიურო თბილისში ირანის მოქალაქის კუთვნილ სასტუმროს ₾4 მილიონად ყიდის

BM.GE