მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-მა ბალკანეთში ენერგეტიკისა და AI-ს სფეროში მილიარდობით დოლარის შეთანხმებები გააფორმა
აშშ-მა ბალკანეთში ენერგეტიკისა და AI-ს სფეროში მილიარდობით დოლარის შეთანხმებები გააფორმა

აშშ-მა ბალკანეთში ენერგეტიკისა და AI-ს სფეროში მილიარდობით დოლარის შეთანხმებები გააფორმა

BM.GE30 აპრილი, 2026, 01:45|bm.ge

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ამერიკულმა კომპანიებმა ბალკანეთის ქვეყნებთან მრავალმილიარდიანი შეთანხმებები გააფორმეს. დადებული გარიგებები მიზნად რეგიონში ვაშინგტონის ენერგეტიკული გავლენის გაძლიერებასა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების მხარდაჭერას ისახავს.

დუბროვნიკში გამართულ ბიზნესფორუმზე აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა, კრის რაიტმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ტრამპი სამხრეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასთან თანამშრომლობის ახალ ეპოქას იწყებს. მისი თქმით, ვაშინგტონი ამ ნაბიჯით სამხრეთ ევროპაში რუსული ნავთობისა და გაზის გავლენის შემცირებასა და კავშირების გაღრმავებას ცდილობს.

ენერგეტიკული უსაფრთხოების ფარგლებში, კომპანიებმა Venture Global-მა და Aktor LNG USA-მ ტირანაში $6 მილიარდიანი ხელშეკრულება გააფორმეს. აღნიშნული 20-წლიანი შეთანხმება ალბანეთში თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტს ითვალისწინებს. პარალელურად, კრის რაიტმა ხორვატიასა და ბოსნია-ჰერცეგოვინას შორის გაზსადენის მშენებლობის პროექტის მიმართ ამერიკის მხარდაჭერა დაადასტურა. პროექტი კუნძულ კრკზე მდებარე ტერმინალიდან ამერიკული ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. მშენებლობას განახორციელებს ამერიკული კომპანია AAFS Infrastructure and Energy LLC, რომელიც პროექტში დაახლოებით 1.5 მილიარდ ევროს ($1.8 მლრდ.) ჩადებს.

ტექნოლოგიური მიმართულებით, ხორვატიულმა საინჟინრო კომპანიამ Rade Koncar-მა და ამერიკულმა საინვესტიციო ჯგუფმა Pantheon Atlas LLC-მ ურთიერთანამშრომლობის წერილს მოაწერეს ხელი. მხარეები ცენტრალურ ხორვატიაში ხელოვნური ინტელექტის განვითარებისა და მონაცემთა ცენტრის პროექტში მიიღებენ მონაწილეობას. პროექტის სავარაუდო ღირებულება 50 მილიარდი ევრო იქნება. გეგმის მიხედვით, 1 გიგავატი სიმძლავრის ობიექტის მშენებლობა 2027 წელს დაიწყება. ობიექტი კი ექსპლუატაციაში 2029 წლიდან შევა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა სამხრეთ ევროპაში ენერგეტიკული პოზიციების გამყარება გასულ წელს დაიწყო. მაშინ ვაშინგტონმა საბერძნეთში თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტის შესახებ გრძელვადიან შეთანხმებას მოაწერა ხელი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE