მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-მა ჩერნობილის დამცავი თაღის აღსადგენად $100 მილიონი გამოყო
აშშ-მა ჩერნობილის დამცავი თაღის აღსადგენად $100 მილიონი გამოყო

აშშ-მა ჩერნობილის დამცავი თაღის აღსადგენად $100 მილიონი გამოყო

BM.GE1 მაისი, 2026, 19:21|bm.ge

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის რადიაციული დამცავი სისტემის აღსადგენად $100 მილიონი გამოყო. როგორც ირკვევა, ეს თანხა მხოლოდ ნაწილია იმისა, რაც დაზიანებული კონსტრუქციის რეაბილიტაციას დასჭირდება. კონკრეტიკისთვის, საუბარია $500 მილიონზე, რომლის მობილიზებასაც უკრაინა საერთაშორისო ძალისხმევით გეგმავს. არსებული ინფორმაციით, პროცესში ჩართულია დიდი შვიდეულის ყველა წევრი ქვეყანა.

ახალი უსაფრთხო დამცავი კონსტრუქციის აგების საჭიროება რუსული დრონებით თავდასხმის გამო თაღის დაზიანებამ განაპირობა. მისი უყურადღებოდ დატოვებამ კი შესაძლოა ევროპაში რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვის საფრთხე შექმნას.

$100 მილიონის გამოყოფის დაანონსების შემდეგ ვაშინგტონმა G7-ის წევრებსა და ევროპელ მოკავშირეებს ფინანსური ტვირთის გაზიარებისკენ და დანარჩენი $400 მილიონის მოძიებისკენ ოფიციალურად მოუწოდა. სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, აშშ-მა ჩერნობილის ობიექტის უსაფრთხოებისთვის ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში $365 მილიონზე მეტი უკვე დახარჯა. საყურადღებოა, რომ საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობის გარეშე რადიოაქტიური მტვრის გავრცელების პრევენცია შეუძლებელი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე კატასტროფა 1986 წელს მოხდა. მიმდინარე წლის 26 აპრილს კი ტრაგედიიდან 40 წელი შესრულდა.

ფოლადის გიგანტური კონსტრუქცია გასული წლის თებერვალში რუსული დრონების თავდასხმის შედეგად დაზიანდა. EBRD-ის მონაცემებით, დარტყმამ თაღის გარე გარსზე 15 კვადრატული მეტრის ფართობის ხვრელი გააჩინა. ამასთან, ნაგებობაზე 300-მდე მცირე ზომის დაზიანება დაფიქსირდა, რამაც სავენტილაციო და რადიაციული მონიტორინგის სისტემები მწყობრიდან გამოიყვანა. ექსპერტების შეფასებით, შექმნილი ვითარება მეოთხე რეაქტორის დემონტაჟის პროცესს მინიმუმ ათი წლით შეაფერხებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მილიონი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 56 სტატია.

  • გამჭვირვალობა: "ლილო მოლის" მეწილეებმა "ქართულ ოცნებას" 3,5 მილიონი ლარი ჩაურიცხფორმულა
  • ქართულ მხარესთან 9 თვეში თითქმის მილიონი გადაკვეთა დაფიქსირდა – სოხუმინეტგაზეთი
  • kursi.ge-ს დამფუძნებელი გიორგი აგლაძე: საცალო მომხმარებლებს და ბიზნესს 350 მილიონი ლარი დავუზოგეთრუსთავი 2
  • ამოღებულია 14 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალება - დააკავეს უცხო ქვეყნის ორი მოქალაქეტვ პირველი
მილიონი →

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE