მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-მა ჩინური ჰუმანოიდი რობოტებისა და ინვერტორების იმპორტი აკრძალა
აშშ-მა ჩინური ჰუმანოიდი რობოტებისა და ინვერტორების იმპორტი აკრძალა

აშშ-მა ჩინური ჰუმანოიდი რობოტებისა და ინვერტორების იმპორტი აკრძალა

BM.GE30 ივლისი, 2026, 04:40|bm.ge

აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ ჩინური ჰუმანოიდი რობოტებისა და ენერგეტიკული ინვერტორების ქვეყანაში შეტანა ეროვნული უსაფრთხოებისათვის შესაძლო რისკების შექმნის მიზეზით აკრძალა. არსებული ინფორმაციით, ახალი შეზღუდვები ადამიანის მსგავს და ოთხფეხა მოდელებს შეეხება. FCC-ის შეფასებით, ამ რობოტებით მონაცემთა შეგროვება უპრობლემოდაა შესაძლებელი, რაც ამერიკელებზე თვალთვალსა და მოწყობილობების დისტანციურად ხელში ჩაგდების რისკებს ზრდის.

საყურადღებოა, რომ ახალი შეზღუდვა მხოლოდ იმ ახალ მოდელებზე ვრცელდება, რომლებიც ბაზარზე ჯერ არ გამოსულა.

მნიშვნელოვანია ითქვას, ჩინეთისთვის შეზღუდვების დაწესების პარალელურად, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამ ნაბიჯით მიზნად ადგილობრივი წარმოების წახალისებასა და კრიტიკული ტექნოლოგიების მიწოდების ჯაჭვების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას ისახავს.

რაც შეეხება ოფიციალურ პეკინს, ვაშინგტონში ჩინეთის საელჩომ ამერიკულ მხარეს მოუწოდა, ჩინური კომპანიების დისკრედიტაცია შეწყვიტოს და ბიზნესსექტორის რაციონალურ ხმას მოუსმინოს. დიპლომატიური უწყების განცხადებით, ჩინეთის მთავრობა საკუთარი ინტერესების დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიიღებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

13 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

13 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

BM.GE

"როდის ბუთქავს, არ ვიცით" - ფინანსისტი განმარტავს, რატომაა სწორი სავალუტო რეზერვების ზრდის პოლიტიკა

"როდის ბუთქავს, არ ვიცით" - ფინანსისტი განმარტავს, რატომაა სწორი სავალუტო რეზერვების ზრდის პოლიტიკა

BM.GE

მომავალი წლიდან სკოლებში რეპეტიტორიუმის მოდელი, საგამოცდო საგნებს კი იტალიური დაემატება - მიქანაძე

მომავალი წლიდან სკოლებში რეპეტიტორიუმის მოდელი, საგამოცდო საგნებს კი იტალიური დაემატება - მიქანაძე

BM.GE

„ვებრძვი უდიპლომო სასიძოს სინდრომს“ - მთავრობა პროფესიული განათლების საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს

„ვებრძვი უდიპლომო სასიძოს სინდრომს“ - მთავრობა პროფესიული განათლების საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს

BM.GE