მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ვებრძვი უდიპლომო სასიძოს სინდრომს“ - მთავრობა პროფესიული განათლების საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს
„ვებრძვი უდიპლომო სასიძოს სინდრომს“ - მთავრობა პროფესიული განათლების საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს

„ვებრძვი უდიპლომო სასიძოს სინდრომს“ - მთავრობა პროფესიული განათლების საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს

BM.GE13 სექტემბერი, 2026, 02:12|bm.ge

პროფესიული სწავლების კრედიტები შესაძლოა უმაღლეს განათლებაში ჩაითვალოს. მთავრობა საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს.

მთავრობა პარლამენტს წარუდგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც პროფესიული სწავლების გარკვეული პროგრამები და კრედიტები უმაღლესი განათლების შესაბამის მიმართულებებში აღიარებული და ჩათვლილი იქნება. ამის შესახებ გივი მიქანაძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისი თქმით, ინიციატივის მიზანი პროფესიული განათლების იმიჯის გაუმჯობესებაა.

მიქანაძის განცხადებით, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში დამამთავრებელ კლასებში ინტეგრირებული პროფესიული პროგრამები უკვე მესამე წელია ხორციელდება.

„რაც შეეხება პროფესიულ სწავლებას, უკვე მესამე წელი იწყება, რაც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, დამამთავრებელ კლასებში შემოტანილი გვაქვს ინტეგრირებული პროგრამა. დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით 83 სკოლაში ეს ინტეგრირებული პროგრამა დანერგილია. წლევანდელი სასწავლო წლიდან კიდევ ექვსი სკოლა დაემატება და ჯამში 89 სკოლა იქნება. პირველი გამოშვება წელს მაისში გვქონდა, როდესაც მე-12 კლასის დამთავრებულებმა მიიღეს როგორც სკოლის ატესტატი, ასევე კონკრეტული პროფესიის დამადასტურებელი დიპლომი. ამასთანავე, ჩვენთვის პროფესიული მიმართულება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

პირდაპირ გეტყვით, ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როდესაც განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ ამირჩიეს, პირველი რაც ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოვაცხადე, რომ ვებრძვი უდიპლომო სასიძოს სინდრომს, რომ დიპლომის თემა არ არის იმდენად აქტუალური, რამდენადაც პირველ რიგში ადამიანობა, შემდგომში პროფესიონალიზმი. ეს იქნება პროფესიული სასწავლებლის მეშვეობით მოპოვებული პროფესიონალიზმი თუ უმაღლესით, ეს უკვე ადამიანის არჩევანზე უნდა იყოს და არანაირად არ შეიძლება დავაკნინოთ, მეორე ან მეათეხარისხოვანად მოვიხსენიოთ პროფესიული სასწავლებლები. მით უმეტეს, რომ ამ მიმართულებით წლიდან წლამდე უფრო მეტი ინტერესი არსებობს, უფრო მცირე პერიოდში ახალგაზრდებს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ეძლევა გარკვეული პროფესია შეიძინოს.

ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისია ეს კონკრეტული პროფესიები და დასაქმდნენ. იმასაც გეტყვით, რომ ბოლო რამდენიმე წელიწადში, კერძო სექტორთან გააქტიურებული მუშაობით, 24 პროცენტი თუ იყო დასაქმება კურსდამთავრებულების, ახლა 74 პროცენტზე ვართ ასული. სწორედ კერძო სექტორს ვეკითხებით რა მიმართულებით რა სპეციალისტები გვჭირდება და ამ მიმართულებაში გვაქვს ინვესტირება. ამ ადამიანების სწორი გადამზადებით და მოთხოვნასთან შესაბამისი გადამზადებით სწორედ ამიტომ მივაღწიეთ ასეთ მაღალ მაჩვენებელს.

ამასთანავე გეტყვით, რომ თვითონ პროფესიულ სასწავლებლებში გვაქვს ინტეგრირებული პროგრამები, სადაც მოსწავლეები ადგილზე მიდიან და ამ სასწავლო პროცესს გადიან.

ამ შემოდგომით პარლამენტს მივმართავთ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით, რომლითაც გვინდა პროფესიული სწავლების გარკვეული პროგრამები, მისი კრედიტები აღიარებული იყოს და ჩაითვალოს უმაღლესის შესაბამის მიმართულებებში. ანუ, ამით ჩვენ პროფესიულის იმიჯის წამოწევა გვინდა. ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ პროფესიული განათლება მიღებული ადამიანი როგორ შეიძლება იყოს უმაღლესზე რაღაცით დაბალხარისხიანი. ეს წარმოუდგენელია და ეს სტერეოტიპი არსებობს, რომლის წინააღმდეგაც აქტიურად ვიბრძვით“, - აღნიშნა მინისტრმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 123 სტატია.

  • გივი მიქანაძე: შემოდგომით პარლამენტს მივმართავთ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით, რომლითაც გვინდა პროფესიული სწავლების გარკვეული პროგრამები, მისი კრედიტები აღიარებული იყოს და ჩაითვალოს უმაღლესის შესაბამის მიმართულებებში. ამით პროფესიულის იმიჯის წამოწევა გვინდაიმედი
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად საგანმანათლებლო პროექტების მიმდინარეობას გაეცნორუსთავი 2
  • მთავრობა აღიარებს, რომ ინფლაცია პროგნოზირებულზე მაღალია - რას ამბობენ ექსპერტებიტვ პირველი
  • პეტერ მადიარის მთავრობა რუსეთს უნგრეთისა და ევროპის უსაფრთხოების საფრთხედ აღიარებსფორმულა
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

"როდის ბუთქავს, არ ვიცით" - ფინანსისტი განმარტავს, რატომაა სწორი სავალუტო რეზერვების ზრდის პოლიტიკა

"როდის ბუთქავს, არ ვიცით" - ფინანსისტი განმარტავს, რატომაა სწორი სავალუტო რეზერვების ზრდის პოლიტიკა

BM.GE

მომავალი წლიდან სკოლებში რეპეტიტორიუმის მოდელი, საგამოცდო საგნებს კი იტალიური დაემატება - მიქანაძე

მომავალი წლიდან სკოლებში რეპეტიტორიუმის მოდელი, საგამოცდო საგნებს კი იტალიური დაემატება - მიქანაძე

BM.GE

შარშან 60-მდე სკოლა გავხსენით, წელს კი კიდევ 30-მდე განახლებული და ახალი სკოლა გვექნება - მიქანაძე

შარშან 60-მდე სკოლა გავხსენით, წელს კი კიდევ 30-მდე განახლებული და ახალი სკოლა გვექნება - მიქანაძე

BM.GE

„ჩვენი ფორმებიც აკმაყოფილებს მსოფლიოში აპრობირებულ ყველა სტანდარტს“ - მინისტრის მოადგილე

„ჩვენი ფორმებიც აკმაყოფილებს მსოფლიოში აპრობირებულ ყველა სტანდარტს“ - მინისტრის მოადგილე

BM.GE