მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-მა და ჩინეთმა $60 მილიარდის საქონელზე ტარიფები შეამცირეს
აშშ-მა და ჩინეთმა $60 მილიარდის საქონელზე ტარიფები შეამცირეს

აშშ-მა და ჩინეთმა $60 მილიარდის საქონელზე ტარიფები შეამცირეს

BM.GE28 სექტემბერი, 2026, 23:16|bm.ge

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შორის ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი 60 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციაზე ტარიფების შემცირებაზე შეთანხმდნენ.

თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, ახალი ჩარჩო შეთანხმების საფუძველზე, თითოეული მხარე მეორე ქვეყნიდან 30 მილიარდი დოლარის ღირებულების „არასენსიტიურ“ საქონელს შეღავათიანი ტარიფით შეისყიდის.

შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელ ჯემიოსნ გრირის განცხადებით, ახალი პოლიტიკა ჩინეთში ამერიკული ექსპორტის დაახლოებით 30%-ისთვის ბაზარზე წვდომას გააუმჯობესებს.

პეკინის მიერ გამოქვეყნებული სია 1 619 დასახელების ამერიკულ პროდუქტს მოიცავს, მათ შორის: სიმინდს, ხორბალს, გაყინულ ხორცს, ზღვის პროდუქტებს, მერქანს, კოსმეტიკასა და სამედიცინო მოწყობილობებს.

ამასთან, თეთრი სახლის ცნობით, ჩინეთმა აიღო ვალდებულება, რომ 2027 და 2028 წლებში აშშ-ისგან სულ მცირე 10 მილიონი მეტრული ტონა ნახშირი შეიძინოს. თავის მხრივ, ვაშინგტონის მიერ შემცირებული ტარიფების სიაში 77 ჩინური დასახელების საქონელი მოხვდა, მათ შორის: სათამაშოები, ჭურჭელი, სამზარეულოს აქსესუარები, ფარდები, ელექტროსაპარსები და საბავშვო მანქანის სავარძლები.

რაც შეეხება სავაჭრო დინამიკასა და სხვა შეთანხმებებს, მხარეებმა მიმდინარე სავაჭრო ზავი 2027 წლის 10 იანვრამდე გაახანგრძლივეს, რაც ჩინურ საქონელზე ტარიფის 30%-იან, ხოლო ამერიკულზე 10%-იან ნიშნულზე შენარჩუნებას გულისხმობს.

აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის განმარტებით, ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის შედეგად ჩინეთთან საქონლით ვაჭრობის დეფიციტი 40%-ით შემცირდა და მიმდინარე წელს $140 მილიარდს მიაღწევს. ამას გარდა, ვაშინგტონი და პეკინი შეთანხმდნენ ხელოვნური ინტელექტის სფეროში ორმხრივი კომუნიკაციის არხის შექმნაზე, რომელსაც „სუპერინტელექტის დიალოგი“ ეწოდება და კიბერინციდენტების შესახებ სამთავრობო დონის კომუნიკაციას ისახავს მიზნად.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მაკა ბოჭორიშვილი ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

მაკა ბოჭორიშვილი ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

BM.GE

დაზღვეული დეპოზიტების ზედა ზღვარი 2-ჯერ, 100 000 ლარამდე იზრდება

დაზღვეული დეპოზიტების ზედა ზღვარი 2-ჯერ, 100 000 ლარამდე იზრდება

BM.GE

აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება ყველა სეგმენტში შემცირდა - Galt & Taggart

აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება ყველა სეგმენტში შემცირდა - Galt & Taggart

BM.GE

პოლონეთი მზად არის, Patriot-ის რაკეტების ქარხანა მის ტერიტორიაზე გაიხსნას

პოლონეთი მზად არის, Patriot-ის რაკეტების ქარხანა მის ტერიტორიაზე გაიხსნას

BM.GE