მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-მა ერაყის ნავთობის მინისტრის მოადგილეს და ირანთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა
აშშ-მა ერაყის ნავთობის მინისტრის მოადგილეს და ირანთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა

აშშ-მა ერაყის ნავთობის მინისტრის მოადგილეს და ირანთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა

BM.GE7 მაისი, 2026, 22:53|bm.ge

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს საგარეო აქტივების კონტროლის სამსახურმა ერაყის ნავთობის მინისტრის მოადგილეს, ალი მაარიჯ ალ-ბაჰადლისა და ირანის მიერ მხარდაჭერილ ტერორისტულ დაჯგუფებებს სანქციები დაუწესა. როგორც ირკვევა, მაღალჩინოსანი საკუთარ პოზიციას ერაყული ნავთობის უკანონო რეალიზაციისთვის და ირანული რეჟიმის სასარგებლოდ იყენებდა. უწყებამ შეზღუდვები ტერორისტულ ორგანიზაციებს - "კატა'იბ სეიდ ალ-შუჰადასა" და "ასა'იბ ალ ალ-ჰაქს", მათ ლიდერებსა და მაღალი თანამდებობის პირებსაც დაუწესა. არსებული ინფორმაციით, დასახელებული პირები აშშ-ის პერსონალსა და სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმებს კოორდინირებდნენ.

აღსანიშნავია, რომ ალ-ბაჰადლი ერაყის ნავთობის სექტორში არსებულ კორუფციულ სქემას წლების განმავლობაში მფარველობდა. ის ირანთან დაკავშირებულ კონტრაბანდისტს, სალიმ აჰმედ საიდს ნავთობპროდუქტების ექსპორტზე შეღავათიან პირობებს სთავაზობდა. როგორც ირკვევა, მაარიჯმა ქაიარაჰის საბადოდან ნავთობის ტრანსპორტირების უფლება საიდის კომპანიებს გადასცა, სადაც ერაყული და ირანული ნავთობის შერევა ხდებოდა. სამინისტროს მაღალჩინოსანი პროდუქციის წარმომავლობის შესახებ დოკუმენტაციასაც აყალბებდა, რათა სანქციების გვერდის ავლით ნავთობის გაყიდვა შესაძლებელი ყოფილიყო.

რაც შეეხება დაჯგუფება "ასა'იბ ალ ალ-ჰაქ"-ის ეკონომიკურ საქმიანობას, სანქციების სიაში მუსტაფა ჰაშიმ ლაზიმ ალ-ბეჰადილი მოხვდა. ის დაჯგუფების ნავთობის კონტრაბანდისა და ფინანსურ ოპერაციებს სამხრეთ ერაყში პირადად ხელმძღვანელობდა. ალ-ბეჰადილი პირდაპირ კავშირში იყო ირანის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან" და ნავთობის ტრანსპორტირების საკითხებზე მოლაპარაკებებს მართავდა. აღსანიშნავია, რომ მასთან ერთად შეზღუდვები დაუწესდა ოთხ ერაყულ კომპანიას, რომლებიც ნავთობის სექტორში ალ-ბეჰადილის ინტერესებს ემსახურებოდა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სანქციები ტერორისტული დაჯგუფება "კატა'იბ სეიდ ალ-შუჰადას" მაღალჩინოსნებსაც შეეხო. მუჰამედ ისა ქადჰიმ ალ-შუვაილი "ჰეზბოლას" ფინანსურ გუნდთან ერთად ერაყში იარაღის შესყიდვასა და მიწოდებას უზრუნველყოფდა.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, სკოტ ბესენტის განცხადებით, ვაშინგტონი "ეკონომიკური რისხვის" სტრატეგიის ფარგლებში ირანზე მაქსიმალურ ზეწოლას გააგრძელებს. დეპარტამენტმა უკვე შეაფერხა მილიარდობით დოლარის შემოსავლის მიღება და რეჟიმთან დაკავშირებული კრიპტოვალუტები გაყინა.

საყურადღებოა, რომ ახალი სანქციების შედეგად აშშ-ში არსებული დასახელებული პირების ყველა აქტივი დაიბლოკა. ნებისმიერი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც მათთან თანამშრომლობას გააგრძელებს, შესაძლოა მეორადი სანქციების სამიზნე გახდეს. უწყება მზად არის ზომები მიიღოს ნებისმიერი უცხოური კომპანიის, მათ შორის ავიახაზებისა და ჩინური გადამმუშავებელი ქარხნების წინააღმდეგაც, რომლებიც ირანის უკანონო ვაჭრობას უჭერენ მხარს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა "ასა'იბ ალ ალ-ჰაქი" უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად ჯერ კიდევ 2020 წელს აღიარა. "კატა'იბ სეიდ ალ-შუჰადა" კი შესაბამის სიაში 2025 წელს მოხვდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 227 სტატია.

  • აშშ-ირანის კონფლიქტი კვლავ გამწვავდა, CENTCOM მძლავრ იერიშზე საუბრობსფორმულა
  • ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული დაპირისპირება განახლდა - აშშ-მა ირანზე საჰაერო დარტყმები განახორციელარუსთავი 2
  • აშშ-ის არმიამ ირანზე მძლავრი საჰაერო დარტყმები განახორციელატვ პირველი
  • The Wall Street Journal: აშშ-ის მიერ ღამით ირანზე განხორციელებული თავდასხმა ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებზე გადასვლას არ ნიშნავსიმედი
ირანის →მინისტრი →სანქციების →

მსგავსი სტატიები

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

BM.GE

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

BM.GE

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

BM.GE

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

BM.GE