
აშშ-მა ჰორმუზის სრუტეში ირანის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ჰორმუზის სრუტესთან განლაგებულ ირანულ სამიზნეებზე ახალი დარტყმები განახორციელა. როგორც ირკვევა, CENTCOM-მა „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ობიექტებზე დარტყმები ორ ნავთობტანკერზე მომხდარი თავდასხმის საპასუხოდ დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ირანული ძალები რეგიონში განთავსებულ ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებსაც ემუქრებოდნენ. რაც შეეხება ოპერაციის დეტალებს, CENTCOM-ს დაზიანებული სამიზნეების ზუსტი რაოდენობა და გამოყენებული შეიარაღება ჯერ არ გაუსაჯაროებია.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ დონალდ ტრამპი მანამდე განიხილავდა CENTCOM-ის იმ გეგმას, რომელიც ირანულ პოზიციებზე პერიოდულ დარტყმებს ითვალისწინებდა. როგორც ირკვევა, თეთრი სახლი მიზნად ირანის მიერ სარადარო და სარაკეტო ინფრასტრუქტურის აღდგენის პრევენციას ისახავდა.
ცნობისთვის, ვაშინგტონსა და თეირანს შორის ორმხრივი სროლა თითქმის ერთთვიანი პაუზის შემდეგ პირველად გასულ უქმეებზე დაფიქსირდა. ანალიტიკოსების შეფასებით, ჰორმუზის სრუტეში სამხედრო მოქმედებების განახლება რეგიონში ფართომასშტაბიანი ესკალაციის რისკებს ზრდის.
BM.GE
წყარო: bm.ge